ცენტრები ტექდათვალიერების 30 ლარით გაძვირებას ითხოვენ, მაგრამ მთავრობა ჯერ თანახმა არ არის

ცენტრები ტექდათვალიერების 30 ლარით გაძვირებას ითხოვენ, მაგრამ მთავრობა ჯერ თანახმა არ არის

ბიზნესი ავტომობილების ინსპექტირების საფასურის გაზრდას უკვე ინტენსიურად ითხოვს, რითაც, ერთი მხრივ, კვალიფიციური კადრების შენარჩუნებას, მეორე მხრივ კი, ცენტრების გადაიარაღებას და სტანდარტიზაციას აპირებს. ავტომფლობელებისთვის ეს დამატებითი ხარჯი იქნება. ამიტომაც ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტის დავით მესხიშვილი ამტკიცებს, რომ ტექინსპექტირების ცენტრების წინაშე, რეალურ მწვავე პრობლემად დგას კვალიფიციური კადრების შენარჩუნება.

ეს პირდაპირ დაკავშირებულია იმ საფასურთან, რომელიც დღეს ინსპექტირებაზეა დაწესებული. ინსპექტირების რეფორმის დაწყებიდან გავიდა 5 წელი, ამიტომ ტექნიკურ აღჭურვასაც სჭირდება უკვე განახლება. ესეც დაკავშირებულია ხარჯებთან. ბიზნესის დიდი ნაწილი 5 წლის წინ ჩაერთო, გარკვეულწილად, საბანკო სესხებით. მაშინ, ლარის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებით საერთოდ სხვა იყო. ამიტომ, პრობლემების წინაშე დადგნენ ინსპექტირების ცენტრები.

საფასური უნდა გადაიხედოს, რადგან ავტომობილთან დაკავშირებული ყველა მომსახურების საფასური გაიზარდა, რეგისტრაციიდან დაწყებული, ავტონაწილებით დასრულებული. ამიტომ, ინსპექტირების ცენტრების წინაშე დგას ახლა ეს ამოცანა, რომ საფასური გაიზარდოს და მოხმარდეს კვალიფიციური კადრების შენარჩუნებას და ცენტრების გადაიარაღებას.

კონსულტაციები უწყვეტ რეჟიმშია სახელმწიფო სტრუქტურებთან და განხილვის ეტაპზეა. რამე, კონკრეტული გადაწყვეტილება ამ კუთხით არ არის, - განაცხადა დავით მესხიშვილმა.

პრობლემას ადასტურებენ თავად ბიზნესის წარმომადგენლებიც. ტექინსპექტირების ცენტრის, შპსგივა-დირექტორ გიორგი კენჭაძე რატომღაც დარწმუნებულია, რომ მათთან ინსპექტირების საფასური მოიმატებს.

მომართვიანობა გაზრდილია, რადგან მატულობს სატრანსპორტო საშუალებები. ამის გამო საჭიროა ინსპექტორების რაოდენობის გაზრდაც. რაც მეტი ავტომობილის შემოწმება ხდება, მით მეტად ცვეთადი ხდება ეს დანადგარები, რომლებიც ძალიან ძვირადღირებულია. მცირე დეტალების შეცვლა რამდენიმე დღის წინ 80 ათასი ლარი დაგვიჯდა.

გაიზარდა ელექტროენერგიის, საწვავის ფასი, ასევე თანამშრომლების ხელფასი. ინსპექტორების ხელფასი 2 000 ლარია, მაგრამ დღეს ესეც არ არის საკმარისი. იმისთვის, რომ კადრები დავაკავოთ, შესაბამისი ანაზღაურებაც გვჭირდება. ამიტომ საჭიროა, გარკვეული რაოდენობით ტექინსპექტირების საფასურიც გავზარდოთ“, - განაცხადაბიზნეს მედიასთან“ გიორგი კენჭაძემ.

ტექინსპექტირების ცენტრები უკვე თვეებია საუბრობენ ფასის ზრდის საჭიროებაზე და აღნიშნულთან დაკავშირებით, კონსულტაციებიც დაწყებულია. მათი ცნობით, ტექდათვალიერების საფასურის გადახედვა 5 წელია არ მომხდარა, ეს მაშინ, როდესაც პერსონალის გადინების მაჩვენებელი არის კატასტროფულად მაღალი. ცნობისთვის, საუბარია, რომ ტექინსპექტირება შესაძლოა, 30 ლარით გაძვირდეს. შესაბამისად, თუ მთავრობა საფასურის ზრდის გადაწყვეტილებას მიიღებს, მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექდათვალიერების საფასური დღეს არსებული 60 ლარის ნაცვლად 90 ლარამდე გაიზრდება.

ფასის ცვლილების საჭიროების გარდა, შპსგივა-დირექტორმა გიორგი კენჭაძემ ტექინსპექტირების სფეროში დაგეგმილ ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიესალმება ზედამხედველობის გამკაცრებას, რომელიც მომავალი წლიდან იგეგმება.

რეფორმა ნორმალურად მიმდინარეობს, თუმცა გამოწვევები გვაქვს. ახალი წლიდან ახალი რეფორმები შემოდის, რომელიც გაამკაცრებს ტექინსპექტირების ზედამხედველობას. ცვლილებებს მივესალმები, რადგან ერთნაირი მიდგომებია საჭირო. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, სიტუაციაც გაუმჯობესდება და რეფორმაც წარმატებული იქნება. ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება და სახელმწიფოც ცდილობს რეფორმა მივიდეს იქამდე, რისთვისაც ის შეიქმნა“, - აღნიშნა კენჭაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლიდან ტექინსპექტირების ცენტრებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება. კერძოდ, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისას, ტექნიკური რეგლამენტის დარღვევაზე ჯარიმები წესდება.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან გამყრელიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე სააგენტო მონიტორინგის წესზე მუშაობს, რომელიც მზად 1 კვირაში მომზადდება. მისი თქმით, მონიტორინგი პროცესი იქნება მკაცრი.

„მონიტორინგი ბევრ კომპონენტს მოიცავს, ახლა მიდის განხილვა პროცესში რა კომპონენტები უნდა იყოს და როგორ უნდა მოხდეს უშუალოდ მონიტორინგი. ამის ორი გზა არის. ერთი არის ვიზუალური დაკვირვება, 24-საათიანი კამერა იქნება და შემდეგ იქნება უშუალოდ ადგილზე მისვლით მონიტორინგი, როგორ იქნება ეს ხაზის შემდეგ თუ ხაზის შუაში, ეს პროცესი ამ ეტაპზე დამუშავების ეტაპზეა და 1 კვირაში მზად იქნება.

მონიტორინგის სისტემა რომ იქნება ძალიან მკაცრი ცენტრების მიმართ ამას წინასწარ გეუბნებით“, - განაცხადა გამყრელიძემ.

თუ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების შემოწმებისას პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრმა ხარვეზები არ დააფიქსირა, სახიფათო დარღვევის შემთხვევაში - 5000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, მნიშვნელოვანი - 2000 ლარით, უმნიშვნელო - 500 ლარით. აღნიშნულის მონიტორინგი კი სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დაევალება.

ლაზი ამ ცენტრების პატრონების მადას საზღვარი არ აქვს.
ახლანდელი ფასით 50 პროცენტიან მოგებაზე მუშაობენ და არ ყოფნით. თანამშრომლებს ნორმალური ხელფასი რომ მისცენ, მოგება შეუმცირდებათ და ამიტომ ითხოვენ ფასის გაზრდას. რამდენი ხაზი აქვს მაგ კენჭაძეს 80 ათასი რომ დახარჯა? ერთი ხაზის აღჭურვილობა მთლიანად ჯდება მაგდენი.
დანადგარები უკვე ამორტიზებული ყოფილა და რატომ აახლებენ თუ ზარალიანი ბიზნესია?! ასეთი რამ სადმე ხდება მსოფლიოში, რომ ზარალიან ბიზნესში შესვლისათვის რომ თავს იკლავდეს ვინმე?
გახსნას სახელმწიფომ ეს ბიზნესი კონკურენციისათვის და ნახავთ, ფასები 40 ლარზე ჩამოვა.
რატომ არავინ სვამს კითხვას, რატომ არის ამ ბიზნესში სასათბურე პირობები და რატომ ადგენს ფასს სახელმწიფო.
სახემწიფომ აკონტროლოს საქმიანობის ლიცენზიების გაცემა და წესების დაცვა, ფასების დადგენა რა სახელმწიფოს საქმეა.
კმარა! ჭამეს მაგათ უკვე საკმარისად!
1 თვის უკან
თომა უნდა გაუქმდეს საერთოდ ეს მავნებლობა, დანგრეული გზები, შეაკეთონ ჯერ, შემდეგ მთავრობის და პარლამენტის წევრები გადასხდნენ, საზოგადოებრივი ტრანსპორტზე, ელექტრომობილებზე, ველოსიპედებზე.. პირველ რიგში მერის მაღალჩინოსნები, მილანელის თამადობით. ბოდიში!
1 თვის უკან