„პოლიციის ქალაქის“ პროექტის ფარგლებში, 1000 -ზე მეტი პოლიციელი მიიღებს ბინებს ახლადაშენებულ კორპუსებში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, როგორც პოლიციის, ისე სახანძრო-სამაშველო სამსახურის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად განახლდება მატერიალურ - ტექნიკური ბაზა, განვითარდება ინფრასტრუქტურა.
„პოლიციის შემთხვევაში, ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, გასული წლების განმავლობაში და აქაც გვაქვს კონკრეტული გეგმები ინფრასტრუქტურული განვითარების კუთხით. როგორც პოლიციის, ისე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ნაწილში, მნიშვნელოვანი განახლება გვქონდა და შემდეგი წლების განმავლობაშიც მნიშვნელოვნად განახლდება მატერიალურ - ტექნიკური ბაზა. ასევე, მნიშვნელოვანია პოლიციელების სოციალური პირობების გაუმჯობესება, აქაც გვაქვს ცალკე პროექტი - „პოლიციის ქალაქის“ პროექტი და ამ მიმართულებითაც გვექნება სერიოზული წინსვლა, 1000 -ზე მეტი პოლიციელი მიიღებს ბინებს ახლად აშენებულ კორპუსებში,“- განაცხადა პრემიერმა.