დავით მათიკაშვილი ევროპარლამენტარების რეზოლუციაზე: ეს ადამიანები ევროპიდან საქართველოს სასამართლოებს თუ არ უსმენენ, საკუთარ, ევროპულ ადამიანის უფლებების სასამართლოს მაინც მოუსმინონ და ნახონ თუ ვინ არის მიხეილ სააკაშვილი

დავით მათიკაშვილი ევროპარლამენტარების რეზოლუციაზე: ეს ადამიანები ევროპიდან საქართველოს სასამართლოებს თუ არ უსმენენ, საკუთარ, ევროპულ ადამიანის უფლებების სასამართლოს მაინც მოუსმინონ და ნახონ თუ ვინ არის მიხეილ სააკაშვილი

ეს ადამიანები ევროპიდან საქართველოს სასამართლოებს თუ არ უსმენენ, საკუთარ, ევროპულ ადამიანის უფლებების სასამართლოს მაინც მოუსმინონ და ნახონ თუ ვინ არის მიხეილ სააკაშვილი, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“.

წამყვანმა დეპუტატს ჰკითხა, რა სასტარტო პოზიციას ქმნის ევროპარლამენტარების რეზოლუცია, რომელიც სტრასბურგში უნდა განიხილონ და რომელიც მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოტივით.

„რეზოლუციის განხილვა, სადაც მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებაზე იქნება საუბარი, უკვე თავის თავზე კარგად მეტყველებს თუ რა უშინაარსოდ, ტყუილებით სავსე პროცესთან გვაქვს საქმე. სერიოზულად ამ ყველაფრის აღქმა და შეფასება ძალიან გაგვიჭირდება. ეს ადამიანები ევროპიდან საქართველოს სასამართლოებს თუ არ უსმენენ, საკუთარ, ევროპულ ადამიანის უფლებების სასამართლოს მაინც მოუსმინონ და ნახონ თუ ვინ არის მიხეილ სააკაშვილი. მერე მოახდინონ რაიმე ფორმით მისი გათავისუფლების მოთხოვნების განსაზღვრა რეზოლუციებში. ჩვენ ეს ტყუილები და უსამართლო ბრალდებები არაერთგზის გვინახავს და ამიტომ ჩალის ფასი აქვს ამ ყველაფერს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.