გიორგი სანტურიანი ამერიკული მოდელით პრეზიდენტის არჩევნებზე: კენჭისყრა დაიწყება 9:00 საათზე და დასრულდება 14:00 საათზე - საჭიროების შემთხვევაში მეორე ტურიც იმავე დღეს გაიმართება

გიორგი სანტურიანი ამერიკული მოდელით პრეზიდენტის არჩევნებზე: კენჭისყრა დაიწყება 9:00 საათზე და დასრულდება 14:00 საათზე - საჭიროების შემთხვევაში მეორე ტურიც იმავე დღეს გაიმართება

14 დეკემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, კენჭისყრა დაიწყება 9:00 საათზე და დასრულდება 14:00-ზე, - განაცხადა ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი სანტურიანმა „დღის ქრონიკაში“.

„პროცედურები რაღაც ნაწილში მსგავსია, როგორც ეს სხვა ტიპის არჩევნების შემთხვევაში გვაქვს. მაგ: კოლეგიის წევრები გაივლიან რეგისტრაციას, მიიღებენ ბიულეტენს,თუმცა მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ამ შემთხვევაში არ არის ფარული კენჭისყრა, კანონმდებლობა ითვალისწინებს ღია კენჭისყრის წარმართვას, იქნება შესაბამისი საარჩევნო ყუთები და დაითვლება ადგილზევე შესაბამისი შედეგები. გამარჯვებული იქმნება ის კანდიდატი, რომელიც სრული შემადგენლობის მინიმუმ 200 კოლეგიის ხმას დააგროვებს“, - აღნიშნა გიორგი სანტურიანმა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პირველ ტურში ვერ გამოვლინდება გამარჯვებული, პროცედურა ითვალისწინებს იმავე დღეს მეორე ტურს.

„მეორე ტურში, სრული შემადგენლობის უმრავლესობა არის სკმარისი იმისთვის, რომ გაიმარჯობს შესაბამისმა კანდიდატმა. გასაჩივრების შემთხვევაში, საბოლოოდ შედგება ცესკოს მიერ შემაჯამებელი ოქმი და მისი გასაჩივრება დადგენილი, ზოგადი პროცედურის თანახმად შესაძლებელია სასამართლოში“, - აღნიშნა გიორგი სანტურიანმა.

ამერიკული მოდელით პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს ჩატარდება, ინაუგურაცია კი - 29 დეკემბერს