დავით მათიკაშვილი ოპოზიციის მიერ მანდატების დატოვებაზე: ჯერჯერობით ასეთი განცხადება ჩვენს კომიტეტში არ შემოსულა. სანამ კონკრეტულად ფაქტი არ დაფიქსირდება, მატყუარა, უსამშობლო ოპოზიციის სიტყვის დაჯერება არ შეიძლება

დავით მათიკაშვილი ოპოზიციის მიერ მანდატების დატოვებაზე: ჯერჯერობით ასეთი განცხადება ჩვენს კომიტეტში არ შემოსულა. სანამ კონკრეტულად ფაქტი არ დაფიქსირდება, მატყუარა, უსამშობლო ოპოზიციის სიტყვის დაჯერება არ შეიძლება

რადიკალური ოპოზიციის მიერ პარლამენტის მანდატების შესაძლო დატოვებაზე გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, ჯერჯერობით ასეთი განცხადება საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტში არ შესულა.

„თუ ვინმეს სურს, რომ პირადად მან უარი თქვას პარლამენტის წევრობაზე, უარი უნდა განაცხადოს მანდატზე, პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე უნდა დაწეროს განცხადება. ჯერჯერობით ასეთი რამ ჩვენს კომიტეტში არ შემოსულა.

შესაძლებელია, იმას არ გამოვრიცხავ რომ პროცედურულ ნაწილში არის სადღაც შემოტანილი პარლამენტში, მაგრამ ფაქტი, რომ ეს იყოს ჩვენი კომიტეტის განხილვის საგანი დღეს, ეს ასე, რა თქმა უნდა, არ არის. ამიტომ, სანამ კონკრეტულად ფაქტი არ დაფიქსირდება, მატყუარა, უსამშობლო ოპოზიციის სიტყვის დაჯერება, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ არ შეიძლება. ტყუილების ხვედრითი წელი მათ ცხოვრებაში არის ბევრად უფრო მეტი, ვიდე სიმართლის და ეს არაერთგზის მათ საზოგადოებას უკვე დაუმტკიცეს.

ხვალ და ზეგ როგორ მოიქცევა ოპოზიცია, ის ოპოზიცია, რომელმაც წინა პარლამენტის ფორმატში ძალიან მალევე ვითომ არ შემოდიოდნენ და მერე განაცდური ხელფასების ანაზღაურება მოითხოვეს, ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, იმ ოპოზიციისგან რას შეიძლება ველოდოთ, ეს ღიად დამიტოვებია საზოგადოებისთვის პასუხის გასაცემად“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.