ირაკლი კობახიძე: თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ინვესტიციები ჩაიდება ეროვნულ სამხედრო მრეწველობაში, მომდევნო წლების განმავლობაში 1000-ზე მეტი სამხედრო დაკმაყოფილდება ბინებით

თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, გვაქვს კონკრეტული გეგმა შემუშავებული, რომელსაც მივყვებით, მათ შორის, ინვესტიციები ჩაიდება ეროვნულ სამხედრო მრეწველობაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისივე თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარება და სამხედრო ბაზები არსებული გეგმის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.

„სამხედროების სოციალური მხარდაჭერის კუთხით ბევრი რამ გაკეთდა და მომავალშიც ბევრი რამ გაკეთდება, მათ შორის, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ „ჯარის ქალაქის“ პროექტს, რომლითაც 1000-ზე მეტი სამხედრო დამატებით დაკმაყოფილდება ბინებით შემდეგი წლების განმავლობაში. ინფრასტრუქტურის განვითარება, სამხედრო ბაზები და ა.შ. ჩვენი გეგმის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.