მობილურის მავნებლობა - საუბრის ყოველი წუთი ტვინის უჯრედებს კლავს

მობილურის მავნებლობა - საუბრის ყოველი წუთი ტვინის უჯრედებს კლავს

21 -ე სა­უ­კუ­ნე კო­მუ­ნი­კა­ცი­ის თა­ნა­მედ­რო­ვე სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის, მათ შო­რის ფი­ჭუ­რი კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, თუმ­ცა, ბო­ლო­ხანს, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბით, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი, მი­სი ული­მი­ტოდ გა­მო­ყე­ნე­ბი­სას, შე­იძ­ლე­ბა უბე­დუ­რე­ბის მომ­ტა­ნა­დაც იქ­ცეს - ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც უჭირთ მოწყ­დ­ნენ სა­კუ­თარ მო­ბი­ლუ­რებს, მუდ­მი­ვი სტრე­სის ქვეშ უწევთ ცხოვ­რე­ბა და ნაკ­ლე­ბად წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბიც არი­ან... ამ აქ­ტუ­ა­ლურ სა­კითხ­ზე თვალ­საზ­რისს ფი­ზი­კო­სი, პრო­ფე­სო­რი მე­რაბ ჯიბ­ლა­ძე და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის პი­არ-ექ­ს­პერ­ტი ელ­დარ პირ­მი­საშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბი­ან.

მე­რაბ ჯიბ­ლა­ძე: - სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ბუ­მის სა­უ­კუ­ნე­ში მათ­თან გო­ნივ­რუ­ლად მოქ­ცე­ვა უნ­და ვის­წავ­ლოთ, რომ ჩვენს სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ვი­ყე­ნოთ და არა პი­რი­ქით. მობილური ტე­ლე­ფო­ნით დიდ­ხანს სა­უ­ბა­რი, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რ­დებ­სა და მო­ზარ­დებ­ში ტვი­ნის უჯ­რე­დე­ბის და­ზი­ა­ნე­ბას იწ­ვევს, რად­გან ამ დროს ელექ­ტ­რო­მაგ­ნი­ტუ­რი ტალ­ღის სიხ­ში­რე 2 გი­გა­ჰერცს აღ­წევს, აღიძ­ვ­რე­ბა იმა­ვე სიხ­ში­რის ულ­ტ­რაბ­გე­რა, რომ­ლის ტალ­ღის სიგ­რ­ძე და­ახ­ლო­ე­ბით ადა­მი­ა­ნის ტვი­ნის უჯ­რე­დის ზო­მი­საა, რის­გა­ნაც უჯ­რე­დე­ბი იწყებს რხე­ვას და მა­თი ნა­წი­ლი კვდე­ბა, ყო­ვე­ლი წუ­თი სა­უბ­რი­სა გარ­კ­ვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით უჯ­რე­დე­ბის სიკ­ვ­დილს იწ­ვევს, რაც შე­საძ­ლოა, 10-15 წლის შემ­დეგ გა­მოვ­ლინ­დეს, ეს გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ხი­ფა­თოა ახალ­გაზ­რ­და ტვი­ნის­თ­ვის. ცხა­დია, ახ­ლა მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონს ვე­ღა­რა­ვინ შე­ეშ­ვე­ბა, ამი­ტომ, რაც შე­იძ­ლე­ბა ცო­ტა უნ­და ვი­სა­უბ­როთ, უფ­რო ეს-ემ-ესე­ბით, ტექ­ს­ტის სა­ხით გა­დავ­ცეთ ინ­ფორ­მა­ცია; ტე­ლე­ფო­ნით სა­ა­თო­ბით სა­უ­ბა­რი სმე­ნის ნერ­ვ­საც აზი­ა­ნებს, შე­ნიშ­ნავ­დით, იმ ყუ­რით, რო­მელ­ზეც ხში­რად გვაქვს მი­დე­ბუ­ლი მო­ბი­ლუ­რი, უფ­რო ცუ­დად გვეს­მის. სწო­რედ ამიტომ სა­უბ­რო­ბენ ევ­რო­პა­ში, რო­გორც წე­სი, ყურ­სას­მე­ნე­ბით, რაც საგ­რ­ძ­ნო­ბი შე­ღა­ვა­თია. ტე­ლე­ფო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას ელექ­ტ­რო­მაგ­ნი­ტუ­რი ტალ­ღის მი­ერ აღ­ძ­რულ ულ­ტ­რაბ­გე­რას ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ზე­მოქ­მე­დე­ბა მა­შინ აქვს, რო­ცა თქვე­ნი მო­ბი­ლუ­რი უკავ­შირ­დე­ბა გა­დამ­ცემ სად­გურს და რო­ცა მას­ში პირ­ველი ზუ­მე­რი გა­ის­მის, ამი­ტომ აპა­რა­ტი გარ­კ­ვე­ულ დის­ტან­ცი­ა­ზე უნ­და გვე­ჭი­როს, ან ხმა­მაღ­ლა მო­ლა­პა­რა­კე­ზე, ე.წ. ლა­უდ­ს­ფი­ქერ­ზე ჩავ­რ­თოთ; საკ­მა­რი­სია სა­უბ­რი­სას მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი ყურ­ზე 20 წუ­თი გვქონ­დეს მი­დე­ბუ­ლი, მის ირ­გ­ვ­ლივ სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რა ნა­ხე­ვა­რი გრა­დუ­სით იზ­რ­დე­ბა, ჩვენ­ში კი გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რ­დე­ბი, ღა­მი­თაც არ რთა­ვენ მო­ბი­ლურს, ბა­ლი­შის ქვეშ უდევთ, თით­ქოს გა­და­უ­დე­ბე­ლი საქ­მე­ე­ბი აქვთ, რაც აშ­კა­რად საფ­რ­თხის­შემ­ც­ვე­ლია და რა­საც ევ­რო­პა­სა თუ იაპო­ნი­ა­ში ვერ­სად ნა­ხავთ. 

ელ­დარ პირ­მი­საშ­ვი­ლი: - ჩვენ­თან ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ციაა: მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის ხა­რის­ხი, დო­ნე, არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი მფლო­ბე­ლის სტა­ტუს­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, მის შე­მო­სა­ვალ­ზე, და­ბალ­შე­მო­სავ­ლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბიც ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ, ტყა­ვი­დან ძვრე­ბი­ან, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი და მრა­ვალ­ფუნ­ქ­ცი­უ­რი ტე­ლე­ფო­ნი შე­ი­ძი­ნონ. რის­თ­ვის გვჭირ­დე­ბა მო­ბი­ლუ­რი? - ეს ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კითხ­ვაა, - კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თ­ვის, იმის­თ­ვის, რომ ჩვენს ირ­გ­ვ­ლივ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის ეპი­ცენ­ტ­რ­ში ვი­ყოთ, საქ­მი­სათ­ვის თუ... სო­ცი­ა­ლურ­მა ქსე­ლებ­მა კი­დევ უფ­რო გა­ზარ­და მოთხოვ­ნა მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ზე, რი­სი და­დე­ბი­თი მხა­რე ის არის, რომ აად­ვი­ლებს ურ­თი­ერ­თო­ბას, შე­საძ­ლე­ბე­ლია მოვ­ლე­ნებ­ზე სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბა, ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა-გაგ­ზავ­ნა, უარ­ყო­ფი­თი კი ისაა, რომ ადა­მი­ანს ხში­რად მო­ბი­ლუ­რის­გან დის­ტან­ცი­რე­ბა უჭირს, რაც და­მა­ტე­ბი­თი სტრე­სის მი­ზე­ზი ხდე­ბა, გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად მუდ­მი­ვად ზა­რის ან მე­სი­ჯის ლო­დი­ნი საქ­მე­ზე კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბა­ში უშ­ლის ხელს, ეს ისე­თი­ვე მა­ნიაა, რო­გორიც სი­გა­რეტ­ზე ან სას­მელ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ადამიანები მო­ბი­ლურ­ზე "მიბ­მუ­ლი" სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით ახ­დე­ნენ თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ას, ცდი­ლო­ბენ ვირ­ტუ­ა­ლუ­რი გა­ხა­დონ თა­ვი­ანთი რე­ა­ლო­ბა, რაც კი­დევ უფ­რო აჯაჭ­ვავს მო­ბი­ლურს და ზო­მი­ე­რე­ბას აკარ­გვინებს. ჩვენს თვალ­წინ იქ­მ­ნე­ბა ახა­ლი -

მო­ბი­ლურ-ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ახალი არა­ფე­რი ხდე­ბა, მხოლოდ ფორ­მა იც­ვა­ლა - 15 წლის წინ "მო­და­ში" იყო სახ­ლის ტე­ლე­ფონ­ზე სა­ა­თო­ბით სა­უ­ბა­რი, ახ­ლა ყო­ველ­წუთს ეს-ემ-ეს-ებით ეკონ­ტაქ­ტე­ბი­ან ერ­თ­მა­ნეთს. პირადი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ეს-ემ-ესით მი­მო­წე­რამ და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით კო­მენ­ტა­რებ­მა ჩა­ა­ნაც­ვ­ლა, თან ასე უფ­რო ჩუ­მად ადევ­ნე­ბენ თვალს სხვის პი­რად ცხოვ­რე­ბას, რად­გან ხში­რად, სა­კუ­თა­რი არა აქვთ... ეს არ ეხე­ბა მათ, ვინც კო­მუ­ნი­კა­ცი­ებს საქ­მი­ა­ნად იყე­ნე­ბს, თუმ­ცა, ისი­ნი არ­ც­თუ ბევ­რ­ნი არი­ან. ჩვენ­ში მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი თვით­გა­მო­ხატ­ვის ერთ-ერთ გზად იქ­ცა, ანუ ნივ­თად, რის მი­ხედ­ვი­თაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ფა­სებს. ხომ შე­გიმ­ჩ­ნე­ვი­ათ, დას­ხ­დე­ბი­ან კა­ფე­ში თუ სხვა ად­გი­ლას, ყვე­ლა მა­შინ­ვე ჩან­თი­დან ტე­ლე­ფონს ამო­ი­ღებს, მა­გი­და­ზე დადებს და მის ირ­გ­ვ­ლივ ტრი­ა­ლებს მთე­ლი სამ­ყა­რო.