შს სამინისტრო  აგრძელებს მონაწილეობას აქციაში „გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“

შს სამინისტრო აგრძელებს მონაწილეობას აქციაში „გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“

შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის სისხლი გაიღეს.
შსს-ს თანამშრომლები ქვეყნის ყველა რეგიონიდან უკვე ათი თვეა მონაწილეობენ აქციაში „გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“. დღევანდელი მონაცემებით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი შს სამინისტროს 3000-მდე თანამშრომელმა გაიღო.
აღნიშნულ აქციაში სამინისტროს მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება. აქციას პერმანენტული ხასიათი აქვს და ყოველ კვირას სხვადასხვა რეგიონში იმართება.