თბილისს „მილანის“ ლეგენდები ესტუმრნენ. ეს ის ლეგენდები არინ, ვისც წლების წინ უამრავი ტიტული აქვთ მოგებული და გულშემატკივრების კუმირები დღემდე არიან.
თბილისში სათამაშოდ „მილანის“ ლეგენდები ასეთი შემადგენლობით ჩამოვიდნენ: დიდა, ვალერიო ფიორი, მასიმო ოდო, კაფუ, ალესანდრო კოსტაკურტა, ლუკა ანტონინი, როკე ჟუნიორი, კრისტიან პანუჩი, კრისტიან ძაკარდო, მასიმო ამბროზინი, სერჟინიო, ანჯელო კარბონე, რიკარდო მონტოლივო, კლარენს ზეედორფი, კრისტიან ბროკი, მარკო ბორიელო, რივალდო, კაკა. გუნდის მწვრთნელი კი იბრაჰიმ ბა იყო.
საქართველოს ლეგენდების გუნდი კი, რომლის მწვრთნელობა თემურ ქეცბაიას დაეკისრა, ამ მოთამაშეებით დაკომპლექტდა: გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი, ნიკოლოზ ჩხეიძე, ლაშა სალუქვაძე, გიორგი ნავალოვსკი, კახა ცხადაძე, კახა კალაძე, მურთაზ შელია, ალეკო ამისულაშვილი, დავით კვირკველია, ზურაბ ხიზანიშვილი, გიორგი ფოფხაძე, ლევან ცქიტიშვილი, გოჩა ჯამარაული, გიორგი დემეტრაძე, ჯანო ანანიძე, ალექსანდრე კობახიძე, ლევან კობიაშვილი, ლადო ბურდული, გელა ინალიშვილი, დავით მუჯირი, გოგა გახოკიძე, გიორგი ნემსაძე, გიორგი ღუდუშაური, გიორგი ქინქლაძე, მალხაზ ასათიანი, ალექსანდრე იაშვილი, შოთა არველაძე, დავით სირაძე, ლადო დვალიშვილი, ლევან მჭედლიძე, ოთარ მარცვალაძე, არჩილ არველაძე, მიხეილ ყაველაშვილი, მიხეილ აშვეთია.
მატჩის ძირითადი დრო მეგობრულად 2:2 დასრულდა. თუმცა, როგორც თამაშის შემდეგ შოთა არველაძემ თქვა, ლეგენდებს გადაუწყვეტიათ თუკი შეხვედრა ფრედ დასრულდებოდა, მაშინ მოგეული პენალტების სერიას უნდა გამოევლინა და ასეც მოხდა.
პენალტების სერიაში, „მილანის“ ლეგენდებმა ქართველ ვარსკვლავებს აჯობეს - 3:1. ვალერიო ფიორიმ ალექსანდრე იაშვილის და გიორგი დემეტრაძის დარტყმულები მოიგერია, გიორგი ღუდუშაურმა ბურთი ხარიხას მოარტყა, გატანა კი მხოლოდ შოთა არველაძემ შეძლო. 11-მეტრიანი ნიშნულიდან სტუმართა მხრიდან ზუსტად კაფუმ, კაკამ და მასიმო ოდომ დაარტყეს და გამარჯვება ემოციურადაც აღნიშნეს.
ქართველ გულშემატკივარს ტირბუნებიდან არ ეყოთ ვარსკვლავების ხილვა და მატჩის დასრულების შემდეგ გულშემატკივარი მოედანზე გადავიდა, მათი შეჩერება პოლიციამაც კი ვერ შეძლო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელემა იმ ემოციებზე ისაუბრეს, რომელიც თამაშის დროს მიიღეს.
ზურა ხიზანიშვილი: ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს ქვეანაში ასეთი თამაშების გამართვას ჩაეყარა საფუძველი. ეს არ იქნება ერთჯერადი, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მსგავსი მატჩებს ქართველი გულშემატკივარი კვლავ იხილავს. რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, როგორც ჩვენთვის, ისევე მაყურებლისთვის მნიშვნელოვანი გოლები იყო. თერთმეტმეტრიანებში არასდროს გვიმართლებს ხოლმე. თუმცა, თამაშის დროს უკეთესები ვიყავით. შემდეგ თამაშებისთვის ბიჭები წონას დაიკლებენ და დარწმუნებული ვარ, უკეთეს ფორმაში შევხვდებით.
შოთა არველაძე: ძალიან კარგი შეხვედრა შედგა, რაც მთავარია, გულშემატკივარმა გაიხარა, ძალიან ბევრი ბავშვი იყო მოსული, თამაშის შემდეგ გადმოხტნენ და ნახეთ, როგორ გვეფერებოდნენ. ეს ყველაფერი ამისთვის კეთდება. გოლები ბევრი გავიდა. კარგი იდეაც დაგვებადა, თუ თამაში ფრედ დასრულდებოდა, პენლები გვეთამაშა. ნახეთ, ქართველები როგორ ფორმაში ვართ, ზოგს კიდევ დასჭირდება ვარჯიში შემდეგი თამაშებისთვის. ყველაფერმა უმაღლეს დონეზე ჩაიარა. დაველოდოთ შემდეგ თამაშს“.
ვეტერანმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ 17 ნოემბერს მას ელის კიდევ ერთი მატჩი, ამჯერად ამსტერდამის „აიაქსისა“ და მადრიდის „რეალის“ ლეგენდებს შორის. აღნიშნული შეხვედრა ნიდერლანდური კლუბის 125 წლის იუბილეს ეძღვნება.
„17 ნოემბერს კიდევ ერთ ლეგენდების მატჩს გავმართავ. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია და ძალიან დასაფასებელი. სასიამოვნოა, „აიაქსის“ დონის კლუბი რომ 125-წლიან იუბილეზე გეძახის. იქნებიან: ზიდანი, იბრაჰიმოვიჩი, რონალდუც შესაძლოა იყოს. ძალიან ველოდები და შემართებით ვარ. მიხარია, რომ ვუყვარვარ და ვახსოვარ“.
ლევან კობიაშვილი: „თითოეულ ადამიანს, ვინც სტადიონზე იყო, მადლობა მინდა გადავუხადო დაფასებისთვის და მოსვლისთვის. დიდი პატივია, როდესაც სტადიონზე ამდენ გულშემატკივარს ხედავ. თითოეული ჩვენთაგანი ბედნიერი იყო, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა საშუალება ეროვნული ნაკრების მაისური ჩაგვეცვა. ამ გზას ჩვენ კიდევ გავაგრძელებთ. ბოლო პერიოდში ხშირად გვქონდა მსგავსი მატჩები და მომავალშიც ვაპირებთ ამ საქმის გაგრძელებას. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთის პოპულარიზაციას, ახალი თაობისთვის კი სტიმულია. თამაშის შემდეგ, კაკამ მითხრა, რომ მისთვის აქ თამაში ბედნიერება იყო. ხშირად ვყოფილვარ მსგავს თამაშებზეო და მინდა გითხრათ, რომ ასეთი მიდგომა და ემოციები ბევრ ადგილას არ შემხვედრიაო. მათთვის ყველასთვის ბედნიერება იყო აქ თამაში და იციან, რომ „მილანს“ საქართველოში ბევრი გულშემატკივარი ჰყავს“, - აღიშნა ლევან კობიაშვილმა.
თუ როდის იქნება მსგავსი თამაში, ფედერაციის პრეზიდენტი ზუსტ დროს არ აკონკრეტებს, თუმცა გულშემატკივარს პირდება, რომ ვარსკვლავებს კვლავ იხილავენ: „ზუსტად ვერ გეტყვით, თუმცა თუ გადავხედავთ ბოლო პერიოდში მსგავსი თამაშები ხშირად გვქონდა. ეს, პირველ რიგში, გულშემატკივარის საჩუქარია. მომავალში ამ გზას აუცილებლად გავაგრძელებთ“.
ძაკარდო: საქართველო ჩემი მეორე სახლია. რამდენიმე წლის წინ საქართველოში ვიყავი, მაშინაც აღფრთოვნებული ვიყავი და ახლა უკეთესია თქვენი ქვეყანა“ - აღნიშნა „მილანის“ ლეგენდამ და იტალიური „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე, გააკეთა კომენტარი: „ხვიჩა კვარაცხელია ჩემი მეგობარია, ის ბრწყინვალე მოთამაშეა. მე ის მიყვარს. კვარა იტალიაში საოცრად თამაშობს, ის ფანტასტიკური პიროვნებაა. ვფიქრობ, ხვიჩა კიდევ და კიდევ მოუმატებს“, - განაცხადა ყოფილმა იტალიელმა მცველმა.