შსს-ს სასაზღვრო პოლიციას თურქეთის რესპუბლიკის გენერალური შტაბის, თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვაჯარის მოქმედი შტაბების, დეპარტამენტებისა და სამმართველოების ხელმძღვანელი პირები ესტუმრნენ. თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციას სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, პოლკოვნიკმა ზურაბ გამეზარდაშვილმა,საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, პოლკოვნიკმა დავით ცინარიძემ და მისმა მოადგილემ,პოლკოვნიკმა ლევან მაჭავარიანმა უმასპინძლეს. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ უწყების შესახებ პრეზენტაცია გამართა, რომელიც საქართველოსსახელმწიფო საზღვრის ცალკეულ მონაკვეთებზე არსებულ მდგომარეობას, პრობლემატიკას, გამოწვევებსა დარისკებს შეეხებოდა. დელეგაციის წევრები სასაზღვრო პოლიციაში მიმდინარე პროცესებს და ფუნქცია-მოვალეობებს გაეცნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს და სამომავლო თანამშრომლობისმიმართულებები გამოიკვეთეს.