შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი,1970 წელს დაბადებული გიორგი მაჭავარიანი დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.ექსპერტიზის დასკვნით ამოღებულია 0,0109 ბუპრენორფინის შემცველი 0,5460 გრ ნარკოტიკული ნივთიერება.ნარკოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაკავების მომენტში გიორგი მაჭავარიანი მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. დაკავებული აღიარებს ჩადენლ დანაშაულს. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).