"ჩემს თვალ­წინ ბავ­შვი გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს, მი­სი ცრემ­ლე­ბი და ბღა­ვი­ლი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში არ და­მა­ვიწყ­დე­ბა"

გლდა­ნის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის და­კა­ვე­ბულ თა­ნამ­შრომ­ლებს, ვიქ­ტორ ყა­ჭე­იშ­ვილ­სა და ოლეგ ფა­ცა­ცი­ას პა­ტი­მარ მალ­ხაზ არ­ქა­ნი­ას წა­მე­ბის ფაქ­ტზე ბრა­ლი და­უმ­ძიმ­დათ. რაც შე­ე­ხე­ბა შსს სა­მეგ­რე­ლო-­ზე­მო სვა­ნე­თის სამ­ხა­რეო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლეს, ამ­ჟა­მად ძებნილ მე­გის ქარ­და­ვას, მას ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნა.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2011 წლის მა­ის­ში, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის შე­ძე­ნა-­შე­ნახ­ვის ფაქ­ტზე მო­თავ­სე­ბულ პა­ტი­მარ მალ­ხაზ არ­ქა­ნი­ას მე­გის ქარ­და­ვამ მოს­თხო­ვა გა­ურ­კვე­ვე­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის აღი­ა­რე­ბა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბით და­ე­მუქ­რა. მალ­ხაზ არ­ქა­ნი­ას­გან კა­ტე­გო­რი­უ­ლი უა­რის მი­ღე­ბის შემ­დეგ, მე­გის ქარ­და­ვას მი­თი­თე­ბით სად­-ის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრო­მელ­მა ვიქ­ტორ ყა­ჭე­იშ­ვილ­მა გა­მო­ძი­ე­ბით და­უდ­გე­ნელ სხვა პი­რებ­თან ერ­თად, იგი ჩა­იყ­ვა­ნა ცი­ხის "კა­რან­ტინ­ში", სა­დაც აყუ­რე­ბი­ნეს პა­ტიმ­რის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა, რის შემ­დე­გაც მე­გის ქარ­და­ვა არ­ქა­ნი­ას და­ე­მუქ­რა, რომ თუ სა­სურ­ველ აღი­ა­რე­ბით ჩვე­ნე­ბას არ მი­ცემ­და, მა­საც იგი­ვე ბე­დი ეწე­ო­და. უა­რის მი­ღე­ბის შემ­დეგ, მე­გის ქარ­და­ვამ ვიქ­ტორ ყა­ჭე­იშ­ვილ­თან, ოლეგ ფა­ცა­ცი­ას­თან და გა­მო­ძი­ე­ბით და­უდ­გე­ნელ სხვა პი­რებ­თან ერ­თად მალ­ხაზ არ­ქა­ნია სას­ტი­კად აწა­მა, რის შემ­დე­გაც მას სქე­სობ­რი­ვი ძა­ლა­დო­ბის ინ­სცე­ნი­რე­ბა მო­უწყ­ვეს. ერ­თ-ერ­თი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას, სა­სურ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბის მი­სა­ღე­ბად მე­გის ქარ­და­ვამ მალ­ხაზ არ­ქა­ნი­ას თავ­ზე ია­რა­ღი მი­ა­დო და დახ­ვრე­ტის იმი­ტა­ცია მო­ახ­დი­ნა. მან­ვე მალ­ხაზ არ­ქა­ნი­ას არა­სა­სურ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბის შეჭ­მა აი­ძუ­ლა. ყო­ვე­ლი­ვე ამის შემ­დეგ მალ­ხაზ არ­ქა­ნი­ამ თვით­მკვლე­ლო­ბაც სცა­და.

"ყვე­ლა სი­ახ­ლე" ყო­ფილ პა­ტი­მარს გალ­ში და­უ­კავ­შირ­და, სა­დაც მალ­ხაზ არ­ქა­ნია გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ ოჯახ­თან ერ­თად ცხოვ­რობს. მი­სი თქმით, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას რამ­დე­ნი­მე პი­რის დას­ჯა გა­მორ­ჩა, რომ­ლებ­მაც მას დი­დი მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნეს: 

- მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას გა­მორ­ჩა რო­ლანდ ახა­ლა­ი­ას და ლა­შა ყოლ­ბა­ი­ას დას­ჯა. ახა­ლა­ი­ამ არას­წო­რად გა­მო­ი­ძია ჩე­მი საქ­მე და ვე­რა­ფე­რი რომ ვერ და­მიმ­ტკი­ცა, ნარ­კო­ტი­კუ­ლი მუხ­ლით გა­მიშ­ვა ცი­ხე­ში - 7-წლი­ა­ნი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­მი­ტა­ნა. ჩე­მი საქ­მე თა­ვი­დან ბო­ლომ­დე შე­კე­რეს თენ­გიზ გუ­ნა­ვამ (რო­მე­ლიც იმ­ხა­ნად სა­მეგ­რე­ლო-­ზე­მო სვა­ნე­თის სამ­ხა­რე­ოს უფ­რო­სი იყო), პრო­კუ­რორ­მა რო­ლანდ ახა­ლა­ი­ამ და მათ­მა კურ­დღელ­მა დამ­ქა­შებ­მა. ლა­შა ყოლ­ბაია თბი­ლი­სის ეპი­ზოდ­ში აქ­ტი­უ­რობ­და - და­დი­ო­და ჩემ­თან სა­კან­ში და ამ­ბე­ბი გაჰ­ქონ­და, ეუბ­ნე­ბო­და ყა­ჭე­იშ­ვილს, არ მაძ­ლევს სა­სურ­ველ ჩვე­ნე­ბა­სო, რის შე­დე­გა­დაც უმოწყ­ა­ლოდ მცემ­დნენ და მა­წა­მებ­დნენ. სამ­ჯერ და­მარ­ტყა ვიქ­ტორ ყა­ჭე­იშ­ვილ­მა და სამ­ჯერ­ვე ნო­კა­უტ­ში ჩა­მაგ­დო 130-კი­ლო­ი­ა­ნი კა­ცი. ალ­ბათ გა­ვარ­ჯი­შე­ბუ­ლი იყო პა­ტიმ­რებ­ზე. სხვა­თა შო­რის, ჩე­მი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­დან სა­მი თვის შემ­დეგ, გა­ლი­დან გა­ი­ტა­ცეს ყოლ­ბა­ი­ას მა­მა, ერ­თი თვე ჰყავ­დათ დატყ­ვე­ვე­ბუ­ლი, შემ­დეგ დი­დი თან­ხა გა­და­ი­ხა­და, და­იხ­სნა და ახ­ლა ზუგ­დიდ­ში ერ­თად ცხოვ­რო­ბენ. მის არა­კაც შვილს იმ­დე­ნი ბო­რო­ტე­ბა ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი, ეტყ­ო­ბა, ვი­ღა­ცამ შუ­რი იძი­ა.

- ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­მოთ­ქვით ვა­რა­უ­დი, ახა­ლა­ი­ე­ბი ქარ­და­ვას ცოცხ­ალს არ და­ტო­ვებ­დნე­ნო. ით­ქვა ისიც, რომ ეს ადა­მი­ა­ნი ხობს აფა­რებ­და თავს. ხომ არა­ფე­რი გსმე­ნი­ათ მის შე­სა­ხებ?
- ამ კაც­მა ისე გა­მამ­წა­რა, რომ ვი­ცო­დე, სად არის ქარ­და­ვა, მი­წი­დან ამოვ­თხრი­დი და მის­გან არა­ფერს დავ­ტო­ვებ­დი.

- ცნო­ბი­ლი­ა, რომ ტე­რაქ­ტე­ბის აღი­ა­რე­ბას გა­ი­ძუ­ლებ­დნენ და ამის გა­მო გა­წა­მეს. რა­ტომ შე­გარ­ჩი­ეს ამ საქ­მის­თვის მა­ინ­ცდა­მა­ინც თქვენ?
- არ ვი­ცი, ალ­ბათ არ­ქა­ნია რომ ვი­ყა­ვი, იმი­ტომ. იფიქ­რეს, ერ­თმა არ­ქა­ნი­ამ რა­ღაც ჩა­ი­დი­ნა და მე­ო­რეც ჩა­ი­დენ­და­ო. რო­გორც გა­ვი­გე, არც ის ყო­ფი­ლა დამ­ნა­შა­ვე. ეგ ტე­რაქ­ტე­ბი რომ თა­ვი­ან­თი მოწყ­ო­ბი­ლი­ა, ამა­ში ეჭ­ვი არ მე­პა­რე­ბა. 

შე­თითხ­ნი­ლი საქ­მე­ე­ბი ვი­ღა­ცის­თვის ხომ უნ­და მი­ე­წე­რათ? მე ვარ რო­გორც უკა­ნო­ნო, ასე­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტი­მა­რი და სა­კითხ­ა­ვი­ა, რა­ტომ მო­მიხ­სნეს ეს სტა­ტუ­სი (თა­ვი­დან მო­მა­ნი­ჭეს, პარ­ლა­მენ­ტის ბო­ლო შეკ­რე­ბა­ზე კი რა­ტომ­ღაც პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის სი­ი­დან ამო­მი­ღეს). ვი­ღა­ცამ ბიზ­ნე­სი აიწყ­ო, მე­რე წა­არ­თვეს, ისი­ნი არი­ან პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი და მე არა?... 


ხალ­ხო, ციხეში ადა­მი­ა­ნებს აუ­პა­ტი­უ­რებ­დნენ, მე­ტი რა­ღა უნ­და მომ­ხდა­რი­ყო? ჩემს თვალ­წინ ბავ­შვი რომ გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს, მი­სი ცრემ­ლე­ბი და ბღა­ვი­ლი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში არ და­მა­ვიწყ­დე­ბა. ამ ვან­და­ლურ აქ­ტში ვინ­მე "გო­ჭი" და სი­სა­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, ისი­ნი აუ­პა­ტი­უ­რებ­დნენ. ყვე­ლაფ­რის თა­ვი­დან გახ­სე­ნე­ბა დი­დი სტრე­სია ჩემ­თვის... რაც დას­კვნა­ში დავ­წე­რე, ყვე­ლა­ფე­რი მარ­თა­ლი­ა, და­მი­ჯე­რეთ... ლა­დო ბე­დუ­კა­ძემ ძა­ლი­ან ბევ­რი რამ იცის და მიკ­ვირს, რა­ტომ აქვს ენა­ზე კბი­ლი და­ჭე­რი­ლი?! სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა­ფერს არ ამ­ბობს. "ბას­ტის", ფა­რუ­ლა­ვას ჰკითხ­ეთ ჩე­მი ამ­ბა­ვი, იმა­ნაც იცის. ან ის იტყ­ვის რა­მეს? რი­სი ეში­ნი­ათ, ვერ გა­ვი­გე.