ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი თევზაძემ გაზეთ "ყველა სიახლეს" სასჯელაღსრულების N19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში მოთავსებული პატიმრების წერილი მიაწოდა, რომელსაც ხელს 23 პატიმარი აწერს. წერილს უცვლელად გთავაზობთ", - წერს გაზეთი "ყველა სიახლე" სტატიაში სათაურით23 პატიმრის სკანდალური წერილი / "მსჯავრდებულები ჩაჰყავთ კარცერში და სცემენ"
"მოგახსენებთ, რომ ვიმყოფებით ტუბერკულოზის სამკურნალო მძიმე კატეგორიის ქრონიკული დაავადების N19 სამედიცინო დაწესებულებაში. ჩვენთან არიან დაავადების ქრონიკული ფორმის კატეგორიები: "ემდიარები", "იქსდიარები", "ტედიარები", რომლებიც სამკურნალო პროგრამებთან ერთად საჭიროებენ გულის, თირკმელების, ღვიძლისა და სხვა ორგანოების სამკურნალო წამლებს, ასევე, ტკივილგამაყუჩებლებსა და დამამშვიდებელ პრეპარატებს. ვსვამთ პროგრამით გათვალისწინებულ 14 პრეპარატს, რომლებიც იწვევს უძილობას და ნერვულ აშლილობას. ამჟამად არანაირი წამლები არ გვეძლევა. დამხმარე მედიკამენტებს, უმეტეს შემთხვევაში, ექიმები გვიწერენ. გვესაჭიროება მედიკამენტები, რომლებიც კანონით გვეკუთვნის და რომელთა შეძენაც აფთიაქში ჩვენი სახსრებით გვიწევს. ისმის კითხვა - სად მიდის ჩვენი კუთვნილი წამლები?", - აღნიშნავენ N19 სამედიცინო დაწესებულების პატიმრები.
"მეტსაც გეტყვით, ამ დაწესებულებაში ისევ იმყოფებიან სააკაშვილის დროინდელი ჯალათები - ექიმები, რომლებიც განაგრძობენ ბოროტ საქმეებს: გალია ჯმუხაძე, ნონა ჩაკვეტაძე. ასევე, არიან ახალი კადრები - ლალი ცირდავა, თემურ დადიანი, მაია ჭოლაძე და გიული; სამედიცინო დეპარტამენტის უფროსობა: არჩილ თალაკვაძე, ნათია ლანდია, მარიკა ნიკოლეიშვილი. იზღუდება ჩვენი უფლებები და ზემოთ ჩამოთვლილი ექიმები გულგრილად ექცევიან მათზე დაკისრებულ მოვალეობას, იჩენენ უყურადღებობას, ავადმყოფობას ვითომ გამოიკვლევენ და არასწორ დიაგნოზებს სვამენ, რის შედეგადაც, უმეტეს შემთხვევაში, პაციენტების მდგომარეობა მძიმდება და გვიწევს მედიკამენტების შეძენა, რის საშუალებაც არ გვაქვს. ასევე ხშირია პატიმართა თვითდაზიანებისა და სუიციდის ფაქტები და მცდელობები, რაც გამოწვეულია გაუსაძლისი პირობებით, აუტანელი ტკივილებით და უყურადღებობით. გამოდის, რომ თითქმის არაფერი შეცვლილა: სააკაშვილის ბოროტი რეჟიმი გრძელდება იმავე მეთოდებით - ავადმყოფ პატიმრებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლით. ექიმები და ადმინისტრაცია აგრძელებენ ჩვენს ტანჯვაწამებას დიმიტრი დარბაისელის (სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე) მეთაურობით. ჩვენი სატკივარი გულთან არავის მიაქვს და უყურადღებობით ხელს უწყობენ ავადმყოფობის გავრცელებადამძიმებას", - ნათქვამია დოკუმენტში.
"გთხოვთ სასწრაფო რეაგირებას და ავადმყოფთა უფლებების დაცვას. ხშირად პატიმრები კანონიერი მოთხოვნების გამო მიჰყავთ კარცერებში, ე.წ. კრიტებში, გადაჰყავთ სხვა დაწესებულებებში, როცა დაავადებული პატიმრები უნდა იმყოფებოდნენ გაძლიერებული მეთვალყურეობისა და დაკვირვების ქვეშ. "ნასილკებით" მოყვანილი პატიმრები ხშირად გადაჰყავთ ჩვენთვის გაურკვეველ ადგილას. ეს ყველაფერი დარბაისელის დამსახურებაა. ასეთი დაავადების მქონეთ ესაჭიროებათ გაძლიერებული კვება. დაწესებულებაში არიან დიაბეტიანი და კუჭნაწლავით დაავადებული პატიმრებიც. ის პატიმრები, რომლებიც კანონიერად ითხოვენ წამლებს, ჩაჰყავთ კარცერში, ადებენ ბორკილებს და სცემენ ადმინისტრაციის თანამშრომლები. წესით, მძიმედ დაავადებული პატიმარი არ უნდა ხვდებოდეს კარცერში. გვინდა დავძინოთ, რომ დარბაისელი ცდილობს შეზღუდოს ავადმყოფების უფლებები, კერძოდ, პატიმარს არ ეძლევა უფლება, გაიაროს კონსულტაცია ექიმთან და გაერკვეს პრობლემებში, საჭიროების შემთხვევაში შეხვდეს მთავარ ექიმს... ჩვენ გვაქვს კანონიერი მოთხოვნები, ვითხოვთ იმას, რაც გვეკუთვნის, მაგრამ დიმიტრი დარბაისელს სურს, ბოლომდე შეზღუდოს ჩვენი უფლებები, რის გამოც იძულებული ვხდებით, მივმართოთ პროტესტის უკიდურეს ფორმას. მოვითხოვთ, ამ საქმეში ჩაერიოს თქვენი და ყველა შესაბამისი არასამთავრობო უწყება და სასწრაფოდ მოხდეს რეაგირება. რომელ კოდექსში წერია, რომ პატიმარი ამ მდგომარეობამდე უნდა მიიყვანონ?! დაჟინებით მოვითხოვთ, აღიკვეთოს და შეჩერდეს ეს უმსგავსობა", - დასძენენ პატიმრები