შსს-მ ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შსს-მ ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-5 განყოფილების თანამშრომლებმა 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ტიტე კ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული 5 იანვარს თბილისში, დ. აღმაშენებლის გამზირზე, ყაჩაღურად თავს დაესხა კომპიუტერულ მაღაზია „სანიტექ“-ს, საიდანაც წაიღო ლეპტოპი თავისი აქსესუარებით, ფული და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ტიტე კ. ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში, ტოლსტოის ქუჩაზე დააკავეს, ხოლო ლეპტოპი ერთ-ერთი ლომბარდიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 179-ე მუხლით).