„ვულოცავ მთელ საქართველოს და განსაკუთრებით შეიარაღებულ ძალებს ახალ წელს!
ქართულ ჯარში ყველაზე მეტად იგრძნობა კაცის ძალა და კაცური სიტყვის ფასი. სამხედრო ძალები არის ის ადგილი, სადაც ყველაზე მეტად არის შენარჩუნებული ეროვნული ფასეულობები და ღირსება, როდესაც არსებობს რაღაც, რის გამოც თავის გაწირვა ღირს.
საზოგადოებას, რომელსაც არ გააჩნია ასეთი ღირებულებები ვერც მეცნიერებაში, ვერც ეკონომიკურ განვითარებაში და ვერც ნებისმიერ სხვა საქმიანობაში მიაღწევს წარმატებებს.
იმ ეპოქაში, სადაც ადამიანები ვარდებიან ნიჰილიზმში, ვთვლი, რომ იმედის, მომავლის რწმენის და იდეალების მწვერვალად ქართული ჯარი შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც ყოველთვის მზად არის გაწიროს თავი სამშობლოსთვის.
გისურვებთ ყველას მშვიდობიან ახალ წელს!“