თურქეთის პოლიტიკის კვარტალურ ჟურნალში (Turkish Policy Quarterly)საქართველოს თავდაცვის მინისტრის ექსკლუზიური ინტერვიუ გამოქვეყნდა. ირაკლი ალასანიასთან ინტერვიუ გამოცემის მთავარმა რედაქტორმა ნიგარ გიოქსელმა საქართველოში ჩაწერა. ძირითადი აქცენტები გაკეთდა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე და მთავრობის გამოწვევებზე, რომელიც რუსეთთან არსებულ კონფლიქტს უკავშირდება. თურქეთთან მრავალმხრივი ურთიერთობების გარდა, მინისტრმა ასევე ისაუბრა აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის სამმხრივ ფორმატში არსებულ თანამშრომლობაზე. მან ხაზი გაუსვა თურქეთის მთავრობის მხარდაჭერას საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე და თურქეთის განსაკუთრებულ როლს საქართველო-აფხაზეთის დაახლოების პროცესში.