„გამწვანებაში ფულის შოვნით თუ დაიღალა, აგერ, გლდანის ციხეში დაისვენებს“

„გამწვანებაში ფულის შოვნით თუ დაიღალა, აგერ, გლდანის ციხეში დაისვენებს“

რეჟისორი გოგა ხაინდრავა მიიჩნევს, რომ კობა ხარშილაძე ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიების ფარგლებში აქამდეც უნდა დაპატიმრებინათ, რადგან ის ჟვანიას დაცვის უფროსი იყო და ყოფილი პრემიერ-მინისტრის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრებოდა. ხაინდრავა ამბობს, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე არასწორი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობისთვის ხარშილაძემ ყოფილი ხელისუფლებისგან სხვადასხვა პრივილეგიები მიიღო და მისი კარიერული წინსვლაც აღნიშნულ ფაქტს უკავშირდება. 

For.ge. გოგა ხაინდარავს ესაუბრა.

გარდაცვლილი პრემიერის დაცვის უფროსი, რომელიც სულ სხვა ბრალდებით არის დაკავებული, არის მთავარი მოწმე, რომელმაც შესაძლოა გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მისცეს?

- მე რამდენადაც ვიცი, ის ფაქტები რომელიც არსებობდა საქმეში და ზედაპირზე იდო, დადასტურდა და ლაპარაკია იმაზე, რომ ზუდაბ ჟვანია და რაულ უსუფოვი უბედური შემთხვევის მსხვერპლი არ ყოფილან. ყველასთვის გასაგებია, რომ ამ 9 წლის მანძილზე აბსოლუტურად სამარცხვინო და ყალბი ვერსია, რომელიც გავრცელებული იყო სააკაშვილის მიერ, ინგრევა და ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნები დგება. ამ კითხივის ნიშნებს უნდა უპასუხოს ახლა გამოძიებამ, თორემ ზურაბ ჟვანია, რომ უბედურ შემთხვევას არ უმსხვერპლია, ეს ყველამ კარგად ვიცით.

დავიწყოთ იქიდან, რომ რამდენიმე ფაქტი, რომელიც არსებობდა ამ ვერსიას გამორიცხავდა. პირველი ის, რომ გაზი არ იყო იმ ღამეს და ამ ინფორმაციამ გაჟონა ტელევიზიაში და მერე უკვე ვერაფერს ვერ უშვებოდნენ. მეორე ის, რომ იქ ფანჯარა არ იკეტებოდა და შეუძლებელი იყო, რომ ღია ფანჯარაში ისეთი რაოდენობა დაგროვილიყო მომწამლავი აერის, რომ სიცოხლე მოესპო ადამაინებისთვის, ასევე მოწმეების ჩვენებები, რომლებიც ამბობდნენ, რომ მიცვალებული მიიტანეს და ა.შ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ გაიგოს რა მოხდა სინამდვილეში.

როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მაშინ გამოძიება ყველანაირ კვალს შლიდა და ყველანაირად ცდილობდა, რომ არ დაეტოვებინა არანაიარი სამხილი. ამის მიუხედავად, ამ საქეში  პროგრესი არის?

- იმდენად ცხადი იყო ყველაფერი, რომ ვერანაირი კვალის წაშლამ ვერ უშველა. პირველი ადამაინი, ვისთვისაც უნდა მოეკითხათ პასუხი და ვისზეც იყო პასუხისმგებლობა პრემიერის ჯანმრთელობაზე ეს იყო კობა ხარშილაძე. ხარშილაძე კი არის ის ადამაინი, რომელმაც მიცვალებულ პრემიერს ჯიბიდან გასაღები მოპარა. კაცმა არ იცის იმ სეიფებში რა სამხილები და რა მასალები შეიძლება ყოფილიყო. ამაზე მისთვის პასუხი არავის არ მოუთხოვია. არაფერს ვამბობ იმ სრულიად ყალბ ჩვენებებზე, რომელთა სიცრუე ძაან მარტივად დადასტურდა და ეს გოგლა ჟვანიამ გამოამჟღავნა.

ყველასთვის ნათელია და ამას დიდი ფილოსოფოსობა არ სჭირდება მიხვდე, რომ ზურაბ ჟვანიას საქმე რომ გაიხსნება, ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ნაციონალები. როდესაც უმაღლესი ხელისუფლების წარმოამდგენლები მონაწილეობენ მსგავსი ტიპის დანაშაულში და ყველა დანარჩენი ხელს უწყობს, რომ სიმართლე არ გამჟღავნდეს, ბუნებრივია, რომ აქ კოლექტიურ დანაშაულზეა ლაპარაკი და იმიტომაც არიან ასე შეწუხებულები.

თქვენ მეგობრობდით ზურაბ ჟვანიასთან და მინდა გგკითხოთ, თქვენთვის თუ არის ცნობილი იმ ზარის შესახებ, რომელზეც გამოძიებას ჩვენება მისცა ირაკლი კაკაბაძემ. საქე ეხება 15 იანვარს განხორციელებულ გუდისის ზარს, როდესაც ის დაემუქრა პრემიერს. საქმე ეხებოდა აეროპორტის გასხვისების ფაქტს...

- არ ვიცი და თქვენგან მესმის პირველად. ყველასთვის ნათელი იყო, რომ ზურა ძალიან სერიოზულ წინააღმდეგობას წარმოადგენდა სააკაშვილის დანაშაულებრივი განზრახვების გზაზე. ზურა რომ ცოცხალი ყოფილიყო, სააკაშვილი ამდენ ბოროტებას ქვეყნის წინაშე ვერ განახორციელებდა. უამრავი მოტივაცია იყო, რომლიდან გამომდინარე შესაძლებელია დაასკვნა რატომაც მოიცილეს ზურაბ ჟვანია.

როგორ ფიქრობთ, სააკაშვილის კვალზე გავა გამოძიება?

- მე ვფიქრობ - კი. ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე ამ საქმეში იქნება მიხეილ სააკაშვილი. თუნდაც იმის გამო, რომ ყველანაირად ცდილობა, რომ ეს საქმე არ გახსნილიყო და არა მარტო ეს საქმე, არამედ ბევრი სხვა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აქ დანაშაული ბევრად უფრო მძიმე იქნება, ეს ჩემი ვარაუდია.

ეს დაკვალიფიცირდება როგორც პოლიტიკური მკვლელობა?

- თუ დადასტურდა, რომ ეს არ იყო უბედური შემთხვევა, მაშინ რა იყო? ორი ვარიანტია, ან იყო უბედური შემთხვევა, ან მკვლელობა. მესამე ვარიანტი, როგორც წესი, არ არსებობს.

კობა ხარშილაძემ დაკავებამდე აღნიშნა, რომ დავიღალე, ერთხელ და სამუდამოდ გამოძიებამ თქვას ვარ თუ არა მკვლელიო...

- ნადვილად არ ვიცი და ღმერთმა დაუფაროს, რომ მკვლელი იყოს. ნამდვილად არ მინდა ასე იყოს, მაგრამ ის, რომ ინფორმაციის მატარებელია ამ საქმესთან დაკავშირებით, ის, რომ მისი დანაშაული ამ საქმეში იკვეთება, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. რითი დაიღალა ჩემთვის გაუგებარია, კარიერული წინსვლით? გამწვანებაში ფულის შოვნით თუ დაიღალა, აგერ არის გლდანის ციხე და დაისვენებს.

„მან გაძარცვა ზურაბ ჟვანიას ორივე სეიფი - ამოიღო გასაღები ზურაბ ჟვანიას ჯიბიდან, წავიდა და ორივე სეიფი დააცარიელა. ეს არის ადამიანი, რომლის კისერზეც არის ზურაბ ჟვანიას მკვლელობა. ის იყო მისი დაცვის უფროსი და ის იყო ვალდებული, რომ არ მომხდარიყო ის, რაც მოხდა. ასე რომ, ჩემი აზრით, გამოძიება თავის დროზე კობა ხარშილაძის დაპატიმრებით უნდა დაწყებულიყო. ამ დროს კი, კობა ხარშილაძემ პრეზიდენტის ცოლთან ერთად გამწვანებაში უამრავი ფული იშოვა და სულ წინდაწინ მიდიოდა. ეს სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელია ამ მკვლელობის და მონაწილეც. რა თქმა უნდა, ჩადენილია პოლიტიკური მკვლელობა სააკაშვილის, უგულავას, ვანო მერაბიშვილის და ადეიშვილის მიერ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტიკური მკვლელობა ჩაიდინა და ყველა, ვინც ამაში მონაწილეობდა, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მკვლელობის თანამონაწილეა, ამას რად უნდა ლაპარაკი?! კობა ხარშილაძის დაპატიმრებით უნდა დაწყებულიყო გამოძიება, ის უნდა დაეპატიმრებინათ მაშინ, როდესაც ზურაბ ჟვანიას ცხედარი აღმოაჩინეს. ამდენი ხანი რომ გარეთ იყო, ეს არის საკვირველი, თორემ ის, რომ დააპატიმრეს, ამაში გასაკვირი არაფერია.

როგორ ფიქრობთ, რატომ ითხოვს გამოძიებისგან უმცირესობა მტკიცებულების გამოქვეყნებას?

- ეს არის მათი იდეოლოგია და ცხოვრების წესი. მოვა დრო და გამოქვეყნდება. გამოძიების პროცესში ვის გაუგია მასალების გამოქვეყნება?! დადგება დრო და მე ვფიქრობ, რომ შორს არაა ეს დრო, გამოქვეყნდება მასალები და ქართული საზოგადოება გაიგებს ყველაფერს რაც მოხდა და არა მარტო ზურაბ ჟვანიასთან მიმართებაში, არამედ ბევრ საქმეში, რომელშიც ბრალი მიუძღვით ამ ტერორისტული ორგანიზაციის წევრებს. არაფერს ვამბობ 2008 წლის ომზე, რომელსაც უამრავი ადამაინის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეეწირა. ვერც ბოკერია, ვერც ლომაია და ვერც სხვა ამ პასუხისმგებლობას ვერსად გაექცევა.

თუ კი სააკაშვილის დანაშაულებრივი კვალი გამოიკვეთა პრემიერის გარდაცვალების საქმეში, იქნება თუ არა მისთვის იდულგენცია ის ფაქტი, რომ ამერიკაში გააგრძელა თავისი პოლიტიკური კარიერა?

- სააკაშვილი და მასწავლებელი წარმოგიდგენიათ? კაცი 5 წუთი ერთ ადგილზე ვერ ჩერდება და რომელ ლექციებზეა ლაპარაკი. ის არის გაქცეული ამ ქვეყნიდან და აბსოლუტურად ნათელია რატომ არის გაქცეული. გასაქცევად აქვს საქმე და არა მარტო მას, მაგრამ სხვა საქმეა, რომ ვერსად ვერ გაიქცევიან. ძალიან სეროზული დამცველები ჰყავს სააკაშვილს, ძალიან სერიოზული ბნელი ძალები ცდილობენ როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში და რუსეთში, რომ დაიცვან სააკაშვილი, მაგრამ არ მგონია, რომ ამას რეალური პრესპექტივა ჰქონდეს. სააკაშვილი აუცილებლად აგებს პასუხს იმ დანაშაულზე რაც ჩაიდინა.