"პატრიარქის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის უკან რუსეთი დგას!"

"მართალი გითხრათ, ნაციონალები გააქტიურდნენ მაშინვე, რაც 2012 წელს საარჩევნო შედეგები გამოვლინდა, წარმოადგინეს რა ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მყოფებმა თავი ოპოზიციონერად. მას შემდეგ, რაც მათ მიიღეს უსაფრთხოების გარანტიები და მოდუნდა მათ მიმართ საზოგადოებრივი წნეხი, მათ ეფექტურად დაიწყეს საკომუნიკაციო სტრატეგიის დაგეგმვა: მოკავშირე მედიის, არასამთავრობო სივრცის, ხელისუფლების მოწინააღმდეგეების, არსებული ელექტორატის თუ მათ ხელში ჯერ კიდევ არსებული სახელისუფლებო შტოების რესურსების მობილიზება და ამ რესურსების გამოყენების მეთოდები თუ გზები. ჩვენ გვაქვს საქმე აქტიურ პარტიასთან, რომელსაც ბევრი ჩამოთვლილი რესურსი გააჩნია, ხოლო ხელისუფლებას არც გონიერება ჰყოფნის და რაც ნიჭი, გაუწიოს მათ სერიოზული წინააღმდეგობა. რაც შეეხება არასაპარლამენტო ოპოზიციას, მათი საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმები ძალიან მოძველდა და ინტერესსაც არ იმსახურებს", - აცხადებს პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით არჩილ გამზარდია: "პატრიარქის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის უკან რუსეთი დგას!" / რას ვერ პატიობს ილია მეორეს პუტინი.

"დიახ, ვთვლი, რომ პატრიარქის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის უკან (მას პრორუსულობასაც აბრალებენ) რეალურად რუსული სპეცსამსახურები დგას. ის, რომ პუტინიც ოფიციალურად გამოხატავს პოზიტივს პატრიარქის მიმართ, არაფრის მთქმელია, პუტინი ქართველებისა და საქართველოს მიმართაც ოფიციალურად პოზიტივს გამოხატავს, მაგრამ საქართველოს სახელმწიოებრიობის წინააღმდეგ მუშაობს მუდამ - ეს დიპლომატიური სტანდარტული მესიჯების გაცვლაა, პატრიარქის მხრიდანაც რუსეთის პრეზიდენტის მიმართ და მისი მხრიდანაც უკუკავშირის კუთხით. თქვენ როგორ ფიქრობთ, რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონის დამოუკიდებლობა და ვინმეს ასე ადვილად აპატიებს, როდესაც მასთან მჯდომი საქართველოს ერთიანობას გამოხატავს? ცნობილი ეპიზოდებია, პატრიარქი როდესაც პუტინის წინ იჯდა და საუბრობდა , რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს ნაწილია და საქართველო თავის ტერიტორიის დაკარგვას არ შეეგუება, ამას პუტინი გაჩუმებული უსმენდა. ასევე იძულებული გახდა პუტინი, რომ საქართველოს პატრიარქის იურისდიქცია ეცნო აფხაზეთის ტერიტორიაზე და იქ მოქმედი სასულიერო პირები საეკლესიო კანონის გარეშე გამოეცხადებინა...", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არჩილ გამზარდია.

"შეგახსენებთ, ერთადერთი მაჩვენებელი რითიც რუსეთი იძულებულია აღიაროს ამ მხარეების ქართულობა საეკლესიო საზღვრებია და როგორ ფოქრობთ, ამას პუტინი ასე თავჩაღუნულად აპატიებს საქართველოს პატრიარქს? ცხადია, ის მსხვილ კამპანიას აწარმოებს საქართველოს პატრიარქის წინააღმდეგ, რადგან გონიერებაში ვერ ჯობნის, განსხვავებით საერო ხელისუფლებებისგან, რომელთა სისუსტეები პუტინმა სათავისოდ გამოიყენა წლების განმავლობაში. აქვე ვიტყვი, რომ რუსეთს საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში მრავალი დასაყრდენი აქვს, და არ გამოვრიცხავ, მათი დაფინანსებული იყოს ის პოლიტიკური, მედია თუ არასამთავრობო სივრცე, რომელიც ოფიციალურად რუსეთს აგინებს, მაგრამ არსობრივად ევროპული ფასეულობების წინააღმდეგ უფრო ამხედრებს ქართულ საზოგადოებას. პროცესის მოტივაცია ხშირად შედეგში იცნობა, ეს მაჩვენებელი კი შეგვიძლია ინდიკატორად გამოვიყენოთ", - დასძენს პოლიტოლოგი.