ცოტნე გამსახურდია :

ცოტნე გამსახურდია :"მამაჩემმა ის მიიღო, რაც დაიმსახურა"

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე იმერლიშვილის შენაძენთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილის განცხადებას ეხმაურება.

"ძვირფასო გიორგი, მიუღებელი ის არის, როცა თანამდებობის პირი, რომელსაც ხელფასი ათასობით ლარი აქვს, საყოფაცხოვრებო ნივთებსაც ბიუჯეტის ფულით ყიდულობს ამ ღატაკ ქვეყანაში! 

ერთი მამაჩემი იყო გამოუცდელი დიქტატორი, საკუთარ ხელფასსაც რომ ბავშვთა სახლს ურიცხავდა. და ის მიიღო, რაც დაიმსახურა... აქ მიშა სჭირდებათ, რომელმაც ომის შემდეგ მილიარდიანი რეზიდენცია აიშენა, ალილუია!
კიდევ და კიდევ მრცხვენია, რომ ქართველი ვარ :((((((((", - წერს გამსახურდია.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ ბოლო 

ერთ თვეში განხორციელებულ შესყიდვებში "ფუფუნების" ნაბიჯს ვერ ხედავს.

"საერთოდ ფუფუნების ტენდენცია, რომ ჩემთვის მიუღებელია, ამას არაერთხელ გავუსვი ხაზი, როგორც ჩემი პირადი გადაწყვეტილებებით, ისე - განცხადებებით. თუმცა, ვფიქრობ, ვიდრე მოვახდენთ მიმართულებით ვინმეს "კლიშირებას", რომ ესა თუ ის შესყიდვა არის აუცილებლად ფუფუნების საგანი, კარგი იქნება, თუ ჟურნალისტები დეტალურად ნახავენ, რაზეა საუბარი და შესაბამისად, გააკეთებენ დასკვნებს. უშიშროების საბჭოს მდივნის გადაწყვეტილებებში ფუფუნების მიმართულებით ვერც ერთ ნაბიჯს ვერ ვხედავ, დეტალებში შესვლა არ მსურს, თუმცა არ შეიძლება, ფუფუნების საგანს წარმოადგენდეს მაგალითად, კომპიუტერის ჩანთა", - განაცხადა მარგველაშვილმა.