შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს და თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 2 წევრი: 1978 წელს დაბადებული ლევან ჩ. და წარსულში ნასამართლევი, 1988 წელს დაბადებული ლევან ხ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
27 დეკემბერს, ღამით,მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურში შეიჭრნენ და იარაღის მუქარით 400 ლარი გაიტაცეს .ყაჩაღობის შემდეგ ბრალდებულებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხეს. სამართალდამცველებმა 28დეკემბერს, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ლევან ჩ. ვაშლიჯვარში, ხოლო ლევან ხ. სტელა არტუას ქუჩაზე მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ლევან ხ. –ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნიღბები, ხელთათმანები და ორი არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი - ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დაკავებულებმა დეკემბრის თვეში, თბილისში, რამდენიმე ყაჩაღური ფაქტი ჩაიდინეს და ორ დანაშაულებრივ ეპიზოდში მათთან ერთად მესამე პირიც მონაწილეობდა. მისი დაკავების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტარდება. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით). გამოძიებას შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველო აწარმოებს.