შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნინოწმინდის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და პატარებს საახალწლო საჩუქრები მიუტანეს. ნინოწმინდის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმა სტუმრებს კონცერტი გაუმართეს, რის შემდეგაც სამმართველოს თანამშრომლების ინიციატივით ბავშვებს საჩუქრები თოვლის პაპამ და ფიფქიამ დაურიგეს.