ლიბანის სამხრეთით მდებარე ქალაქ შაქრაზე, ისრაელმა დრონებით იერიში მიიტანა. ამის შესახებ ABC News-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, დაიღუპა 2 და დაშავდა 3 ადამიანი. ლიბანის სამაშველო სამსახურს არ დაუზუსტებია, დაღუპულები სამხედროები არიან თუ მშვიდობიანი მოქალაქეები. თავად ისრაელის თავდაცვის ძალებს იერიშზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ისრაელმა პირობა დადო, რომ სათანადო პასუხს გასცემს ლიბანში მოქმედ „ჰეზბოლას“, რომელთა თავდასხმის შედეგად, შაბათს, გოლანის მაღლობზე 12 ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა.