ეთიოპიის სამხრეთში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა 500 ადამიანს აღწევდეს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეთიოპიის სამხრეთში რამდენიმე დღის მანძილზე გადაუღებლად წვიმდა. უხვმა ნალექმა მეწყრული პროცესები განავითარა. პირველი მეწყერი კვირას ჩამოწვა. მიწის მასამ ადამიანები მოიყოლა. მეორე დღეს მეწყერი კვლავ ჩამოწვა და ისევ ადამიანები მოიყოლა.
თავდაპირველად საუბარი იყო 157 დაღუპულზე. შემდეგ დაღუპულთა რიცხვი 257-მდე გაიზარდა.