მოსკოვში ავტომობილი Toyota Land Cruiser-ი აფეთქდა, რომელიც სავარაუდოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოფიცერს ანდრეი ტორგაშევს ეკუთვნოდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
სადაზვერვო სამმართველოს ოფიცერი აფეთქების დროს ავტომობილში იმყოფებოდა. ის გადარჩა, თუმცა აფეთქების შედეგად მან ქვედა კიდურები დაკარგა. მასთან ერთად მანქანაში მისი მეუღლეც იმყოფებოდა. ორივეს მდგომარეობა მძიმეა.
როგორც რუსეთის შსს-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ირინა ვოლკმა განაცხადა, სავარაუდოდ ავტომობილში ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა, რომელიც მძღოლის სავარძლის ქვეშ იყო დამონტაჟებული.
წინასწარი ინფორმაციით, მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოფიცერი პასუხისმგებელი იყო დაცული კავშირის საშუალებებზე და მისი მონაცემები აფეთქებამდე რამდენიმე დღით ადრე ინტერნეტში გაჟონა.
როგორც რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ამბობენ, გამოძიება მომხდართან დაკავშირებით უკრაინულ კვალსაც სწავლობს.