აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება სომხეთისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნის შესახებ მცდარი და სახიფათო ნაბიჯია.
„ევროკავშირის გადაწყვეტილება სომხეთისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნის შესახებ მცდარი და სახიფათო ნაბიჯია, რომელიც ემსახურება რეგიონში დაძაბულობის გაზრდას. ევროკავშირის მსგავსი ქმედებები ცალმხრივი და მიკერძოებულია და რეგიონში „გამყოფი ხაზების“ შექმნის პოლიტიკის გამოვლინებაა“, - აღნიშნა აზერბაიჯანის საგარეო უწყების სპიკერმა, აიხან გაჯიზადემ.
„სომხეთისთვის ზემოაღნიშნული სამხედრო დახმარება და მომავალში ასეთი მხარდაჭერის გაზრდის მოწოდება სომხეთის სამხედრო გაძლიერებასა და რეგიონში მის დესტრუქციულ აქტივობას ემსახურება“, - განაცხადეს აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში.
უწყებაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს ასეთი ნაბიჯები და აღიაროს, რომ რეგიონში მშვიდობასა და თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირი ასევე გაიზიარებს პასუხისმგებლობას სომხეთთან ერთად დესტაბილიზაციის გამომწვევ შესაძლო პროვოკაციებზე“, - დასძინა აიხან გაჯიზადემ.