ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა გასულ ღამეს ლიბანის სამხრეთით მდებარე აიტა-ეშ-შაბის რაიონში „ჰეზბოლას“ იარაღის საწყობზე იერიში მიიტანეს. ინფორმაცია ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული.
გარდა ამისა, ისრაელის არმიამ აიტა-ეშ-შაბის რაიონში სხვა ტერორისტული ინფრასტრუქტურაც გაანადგურა, აღნიშნულია ინფორმაციაში.
ისრაელის არმიის არტილერიას აგრეთვე მთელი ღამის განმავლობაში ლიბანის სამხრეთით ხიფათის განეიტრალების მიზნით ცეცხლი ჰქონდა გახსნილი.