მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ კეთილდღეობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ ევროპისკენ - ეს არის „ქართული ოცნების“ სლოგანი, რომელიც განმტკიცებულია 12-წლიანი საქმიანობით, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ კეთილდღეობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ ევროპისკენ - ეს არის „ქართული ოცნების“ სლოგანი, რომელიც განმტკიცებულია 12-წლიანი საქმიანობით. ეს აუცილებლად, ჩვენი მოსახლეობის უდიდესი მხარდაჭერით მიგვიყვანს ყველას ერთად, ჩვენს ქვეყანას 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებისკენ“, - აღნიშნა მიქანაძემ.
გუშინ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნის ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდა პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.