ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ოთარ ფარცხალაძის დიპლომს ითხოვს. ზაზა ხატიაშვილი ამბობს, რომ არ შეიძლება საზოგადოებაში გაჩნდეს ეჭვები მთავარი პროკურორის განათლებასთან დაკავშირებით. ქვეყნის პირველი პროკურორის ბიოგრაფია და უმაღლესი სასწავლები, რომელიც მან დაამთვარა უკვე გახდა საზოგადოების მსჯელობის საგანი.
მთავარი პროკურატურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაზე დაიბადა 1976 წელს, ხოლო 1995 წელს დაამთავრა სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, საქართველოს ღია ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში. 2013 წლის მაისში ოთარ ფარცხალაძე დაინიშნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად. როგორც მის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, ამავე სამსახურში მას ჰქონდა წარმატებული კარიერა 2008 წლიდან 2013 წლამდე, ეფექტური საქმიანობის გამო, ის არაერთხელ იქნა დაწინაურებული და მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე: საგამოძიებო დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებელი; შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი; საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე. 2008 წლამდე ოთარ ფარცხალაძე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, გარდა ამისა იყო საქართველოს პარლამენტის ენერგეტიკის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი.
როგორც ბიოგრაფიული მონაცემებით ირკვევა, წარმატებული კარიერის გარდა, ოთარ ფარცხალაძე წლების მანძილზე პროფესიულ განათლებასაც იღებდა, მას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო კონფერენციასა და სემინარში, ძირითადად სტრატეგიული მენეჯმენტის, კორუფციასთან ეფექტური ბრძოლის და ფინანსური დანაშაულის გამოძიების კუთხით. აღსანიშნავია, რომ ამავე ბიოგრაფიაში არაა მითითებული რომელ თვეს და რიცხვში დაიბადა ქვეყნის გენერალური პროკურორი. გახდება თუ არა საჯარო ქვეყნის პირველი პროკურორის დიპლომი, ამ დრომდე უცნობია.
პროკურატურის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი, თემურ დოლიძე განმარტავს, რომ ფარცხალაძე 15 წლის ასაკში გახდა სტუდენტი.
„თუ კი ბავშვი იყო წინასწარ მომზადებული და იცოდა წერა-კითხვა, როგორც მოგეხსენებათ, მაშინ ნული კლასი იყო, სპეციალურად იკრიბებოდა კომისია სკოლაში და ვინაიდან ბავშვისთვის არ გაეცდინათ ერთი წელი, რადგან წინმსწრებად იყო მომზადებული, სწორედ ამ კომისიის საფუძველზე დაიდო დასკვა მე-60 საჯარო სკოლაში და ნული კლასიდან გადაიყვანეს პირველ კლასში.
რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, როდესაც ის გახლდათ მე-11 კლასში, პრეზიდენტის ბრძანებულებით, მე-11 კლასელს შეეძლო ჩაებარებინა უმაღლეს სასწავლებელში რითაც ისარგებლა ბატონმა ოთარმა და მე-11 კლასის პარალელურად ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში და 15 წლის ასაკში გახდა სტუდენტი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თემურ დოლიძემ.
აღსანიშნავია, რომ ბიოგრაფია არ გახლავთ ერთადერთი პრობლემა, რომელიც ოთარ ფარცხალაძეს უკავშირდება. რადგან, როგორც მისი ბიოგრაფიული მონაცემებიდან ირკვევა, 2008 წლიდან ის მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად და ამავე სამსახურში წარმატებული და ეფექტური საქმიანობის გამო ის არაერთხელ იქნა დაწინაურებული.
ეს კი ის წლებია როცა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არასასურველ ბიზნესმენებს ფინანსურ პოლიციაში რიგრიგითობით იბარებდნენ და იქიდან გამოსულები კი საკუთარი ნება-სურვილით საკუთარ ბიზნეს-კაპიტალს სახელმწიფოს ჩუქნიდნენ. ეს არის კითხვა, რომელიც ჟურნალისტებს ოთარ ფარცხალაძის მიმართ გააჩნიათ, თუმცა როგორც ირკვევა, ქვეყნის პირველი პროკურორი ჟურნალსიტების კითხვებისთვის პასუხის გაცემას არ აპირებს. კითხვებს მხოლოდ მისი ერთ-ერთი მოადგილე უპასუხებს. როგორც ჩანს, მთავარმა პროკურორმა მისი წინამორბედის ზურაბ ადეიშვილის გზა აირჩია მედიასთან ურთიერთობის კუთხით.
რა პრობლემებს ქმნის სისტემის ჩაკეტილობა, ამ საკითხზე for.ge სამართლის ექსპერტს, ლევან ალაფიშვილს ესაუბრა.
27 ნოემბრის შემდეგ ოთარ ფარცხალაძეს მთვარი პროკურორის პოსტი უკავია, თუმცა, მას ჯერ კომენტარი ჟურნალისტებისთვის არ გაუკეთებია. როგორც პრეს-სამსახურის მხრიდან იქნა გაჟღერებული, ჟურნალისტების კითხვებს მისი მოადგილეები უპასუხებებ. ეს სისტემა 8 წლის განმავლობაში იყო ჩაკეტილი. ფაქტია, რომ საზოგადოებრივი ინტერესი ამ უწყების მიმართ საკმაოდ დიდია, არის თუ არა ვალდებული მთავარი პროკურორი, რომ ღიად უპასუხოს ყველა კითხვას?
ლევან ალაფიშვილი: დემოკრატიის უმთავრესი პრინციპი არის ღია მმართველობა და გადაწყვეტილებების საჯაროობა. ჩვენ თუ გვინდა მე-20 საუკუნეში დაბრუნება, ამ შემთხვევაში პროკურატურის ეს გადაწყვეტილება ლოგიკაში ჯდება. იმედი მაქვს, რომ ეს არაა პროკურატურის განზრახვა. მინდა შევახსენო პროკურატურის ყველა ჩინოსანს, რომელიც მხარს უჭერს ამ გადაწყვეტილებას, 2012 წლის შემდგომ, პირველი, ვინც განაცხადა ღია მთავრობის შესახებ ეს იყო ბიძინა ივანიშვილი და სხვათაშორის, ამ პროექტის ფარგლებში, აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირები და მათ შორის ყოფილი გენერალური პროკურორი საჯაროდ გამოდიოდნენ და პასუხობდნენ კითხვებს. ივანიშვილის პერემიერ-მინისტრობის პირობებში დამკვიდრდა ეს პრინციპი. მან მოსთხოვა მინისტრებს და საგამოძიებო ორგანოებს საჯაროობისკენ. შეგახსენებთ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე, რომელიც ჯარისკაცების კვებასთან დაკავშირებით გამოძიების ხელმიუწვდომლობას უკავშირდებოდა, საკამაოდ მწვავე რეაქცია მისცა - „რას ჰქვია გამოძიება არ აკეთებს განმარტებებსო“ , - აი ეს თქვა ბიძინა ივანიშვილმა. დღევანდელი პრემიერ-მინისტრი, რომელიც არის მთავრობის გუნდის წევრი, აგრძელებს ღია მთავრობის პრინციპს.
ჩვენი კანონმდებლობით პროკურატურა არის აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემის ნაწილი, ანუ ღია მთავრობის ვალდებულებები არის მის მიერ შესასრულებელი ვალდებულება. უმთავრესი გახლავთ ის, რომ სისტემა იყოს ღია, პირველმა პირმა და ასევე, კონკრეტულმა პირებმა ღიად და თავისუფლად უპასუხონ კითხვებს. პროკურატურის ის მესვეურები რომლებიც ამბობენ, რომ მთავარი პროკურორი არ შეხვდება მედიას, არ გასცემს მედიის მიერ დასმულ კითხვებს პასუხებს, ამით ისინი ამბობენ, რომ პროკურატურა და მისი პირველი პირი მიდის მთავრობის პირველი პირის და ყოფილი პრემიერ-მინისტრის რომელიც „ქართული ოცნების“ ლიდერია, წინააღმდეგ.
„გურიანიუსთან“ ინტერვიუში პრეს-სამსახური განმარტავს, რომ პრობლემას ვერ ვხედავ თუ კი გენერალური პროკურორის მაგივრად მისი მოადგილე შეგხვდებათო და ამაზე მედიის წარმომადგენლებსაც არ შეგექმნებათ დისკოფორტი და რა მნიშვნელობა აქვს ვისგან გაიგებთ ინფორმაციასო...
- სამწუხაროა, რომ დღეს ჩინოსანი თავს უფლებას აძლევს მოიშველიოს ტერმინი „რა მნიშვნელობა“ აქვს ისეთ საკითხზე, რომელიც მისი გემოვმების საგანი სულაც არაა. ჟურნალისტების, მკითხველის, ამომრჩევლის და გადასახადის გადამხდელის გადასაწყევტია მნიშვნელობა აქვს თუ არ აქვს. რა მნიშვნელობა აქვს და დიდი მნიშვნელობა აქვს. პირველი პირი დაწესებულებას ხელმძღვანელობს, ის განსაზღვრავს ძირითად მიმართულებებს და კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში კონკრეტულ კითხვაზე მისი პოზიციაა განმსაზღვრელი და მნიშვნელოვანი.
იქნება და ჰკითხოთ იმ პრეს-სამსახურს - ივანიშვილი რომ პრემიერი იყო, მაშინ შეეძლო ეთქვა ივანიშვილს რა მნიშვნელობა აქვს ჩემგან მოისმენთ თუ მინისტრის მოადგილისგანო?! 2012 წლის მოვლენებს თუ გადავხედავთ, მინისტრის მოადგილეებს არც კი იცობს საზოგადოება, რადგან სწორედ მინისტრები კომუნიკაციაში არიან მედიასთან და საზოგადოებასთან. გულწრფელად ვამბობ, ვერ ვხვდები რომელ სივრცეში არსებობს პროკურატურა. მესმის, რომ ბოლო მოვლენიდან მერაბიშვილის ციხიდან პროკურატურაში გასეირნების შემდეგ რთულ მდგომარეობაში უწევს მუშაობა, მაგრამ ერთი წლით უკან გახედვა სჭირდებათ და წინააღმდეგობაში არ უნდა მოვიდნენ დღევანდელ და გუშინდელ მთავრობასთან, რომლის ნაწილიც თვითონ არიან და ეს უნდა გაითვალისწინონ.
საჯარობის ხარისხის შემცირება არის თუ არა ნაბიჯი ჩაკეტილობისკენ?
- რა თქმა უნდა, რა ხარისხით ჩაიკეტება ეს სხვა საკითხია. გამჭვირვალეობის და საჯაროობის ხარისხის ნებისმიერი შემცირება, არის ნაბიჯი უკან. შეგახსენებთ იგივე დაზეპირებულ ფრაზებს მაღალი რანგის ჩინოვნიკიდან რიგით თანამშრომლამდე - ყველას ჰქონდა ერთი და იგივე პასუხი: მიმართეთ პრეს-სამსახურს. ერთი რამ უნდა გაითვალისწინონ და გასაკუთრებით სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებმა, რომ მათი პოზიცია არის მაგალითი. სისტემის ჩაკეტილობა ნიშნავს შეცდომის მაღალ რისკს, საბოლოო ჯამში, სისტემურ მოშლას. პროკურატურის სისტემის მოშლას არც ერთ საზოგადოებას არ ვუსურვებ. დახურული სისტემა რა გავლენას იქონიებს საზოგადოებაზე, ესეც კარგად უნდა გათვალონ პროკურატურის მესვეურებმა, რომლებიც მხარს უჭერენ ამ ჩაკეტილობას.
რაც შეეხება ფარცხალაძის ბიოგრაფიას, რომელიც მსჯელობის საგანი გახდა, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მას მოუწოდებს გამოაქვეყნოს დიპლომი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ითხოვს მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას. მთავარ პროკურორს აქვს თუ არა ვალდებულება იმისა, რომ გამოქვეყნოს დიპლომი იურიდიული განათლების შესახებ?
- ამ საკმაოდ სერიოზულ საკითხზე ადეკვატური პასუხი უნდა გასცეს თავად პროკურორმა. მთავარი პროკურორის პუნქტის მატარებელი პირისთვის განსაზღვრულია, რომ მას უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება. ეს საკითხი თუ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, ავტომატურად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება არა მხოლოდ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდი, არამედ მისი დამნიშნავის გადაწყვეტილების ლეგიტიმაციის საკითხიც ეცემა.
როგორც ირკვევა, ფარცხალაძეს სკოლაში სწავლის პერიოდში ექსტერნად ჰქონდა ნასწვალი პროგრამები...
- 14 წლისამ დაამთავრა სკოლაო!? რას ამბობთ... იმ პერიოდში კანონმდებლობითაც კი იყო შეზღუდვა ექსტერნად სწავლასთან დაკავშირებით და სწორედ ამიტომ ჩემი მეგობრები საღამოს სწავლის ფორმას ირჩევდნენ. 14 წლისას თუ დაამთავრა სკოლა, მაშინ ეს ინფორმაცია იქნება განათლების სამინისტროში შესაბამისი სკოლის დირექტორის მიერ ხელმოწერილი.
ვეჭვობ, 14 წლისას მზად ყოფილიყო სამართალმცოდნეობის გამოცდების ჩასაბარებლად. მისაღები გამოცდები მაქვს მხედველობაში. ძალიან ბევრ კითხვის ნიშნებს ტოვებს ეს ყველაფერი და ამ კითხვებს პასუხი თუ არ გაეცა, კანონდაღვევა შეიძლება გამოიკვეთოს. გამოაქვეყნოს სკოლის ატესტატი და დიპლომი, რა პრობლემაა. კანონის მოთხოვნაა, რომ მთავარი პროკურორი უნდა იყოს იურისტი და ამის დამადასტურებელი არის დიპლომი.