აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქალაქ დეტროიტში გამართულ წინასაარჩევნო მიტინგზე განაცხადა, რომ ის გააგრძელებს ბრძოლას მეორე საპრეზიდენტო ვადისთვის და საკუთარი კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
„მე კენჭს ვიყრი, და ჩვენ გავიმარჯვებთ. მე კანდიდატი ვარ და არსად წავალ“, - ციტირებს ბაიდენს Reuters-ი.
ამომრჩეველთან შეხვედრის დროს ბაიდენმა ასევე ის თემები ჩამოთვალა, რომელზეც მუშაობას მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის პირველი 100 დღის განმავლობაში დაიწყებს. ესენია: აბორტის კანონმდებლობის შემუშავება, ჯონ ლუისის საარჩევნო უფლებების შესახებ კანონზე ხელის მოწერა, სამედიცინო დავალიანების დაფარვა, მინიმალური ხელფასის ოდენობის გაზრდა და ცეცხლსასროლი იარაღის აკრძალვა.
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 5 ნოემბერს გაიმართება.