რუსეთის სასწრაფო სამსახურების მიერ გავრცელებული ცნობით, რუსული წარმოების თვითმფრინავმა „სუპერ ჯეტ 100-მა“ მოსკოვის ოლქში, ქალაქ კოლომნას ახლოს, კატასტროფა განიცადა.
ბორტზე სამი ადამიანისგან შემდგარი ეკიპაჟი იმყოფებოდა. სამივე დაიღუპა.
რუსეთის ოპერატიულმა სამსახურებმა თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესაძლო მიზეზად, ძრავის გაუმართაობა დაასახელეს.