ევროკომისიამ ლიეტუვისთვის არასაკმარისად ამბიციური საგადასახადო რეფორმის გატარების მოტივით 8,7 მლნ ევროს გამოყოფის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო Baltnews-ის ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული.
ლიეტუვას ფინანსთა მინისტრი გინტარე სკაისტე ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მზადაა სასამართლოს მიმართოს. „ყველაფერი, რასაც დავპირდით, შევასრულეთ. არ მესმის, რატომ გაუჩნდა ევროკომისიას კითხვები“, - ციტირებს გამოცემა სკაისტეს.
ევროკომისიის წარმომადგენელმა ლიეტუვაში მარიუს ვაშეგამ კი, ხელისუფლებას მიმართა, გააგრძელოს მოლაპარაკებები.