ლევან მაჭავარიანი „ნაცმოძრაობის“ ყრილობაზე: სიმართლე გითხრათ, ცოტა იმედგაცრუებული ვარ, იმიტომ რომ სხვა ტიპის სიახლეებს ველოდებოდი. ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში

ლევან მაჭავარიანი „ნაცმოძრაობის“ ყრილობაზე: სიმართლე გითხრათ, ცოტა იმედგაცრუებული ვარ, იმიტომ რომ სხვა ტიპის სიახლეებს ველოდებოდი. ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში

სიმართლე გითხრათ, ცოტა იმედგაცრუებული ვარ, იმიტომ რომ სხვა ტიპის სიახლეებს ველოდებოდი. აქ არაფერი სიახლე არ ყოფილა, - ასე შეაფასა ლევან მაჭავარიანმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალი პლატფორმის პრეზენტაცია.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ პრეზენტაციაზე წარდგენილი „ახალი სახეები“ ისედაც „ნაცმოძრაობის“ წევრები იყვნენ.

„ქალბატონი კორძაია, ახვლედიანი და ჯაფარიძე რომ ისედაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყვნენ ეს არანაირი სიურპრიზი არ არის. აქედან გამომდინარე, ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში, მოდით ასე ვთქვათ. იმაზე საუბარი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ძლიერდება... აბსოლუტურად საპირისპირო ხდება. დღევანდელი დღით კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ეს შანსები ნულზე ქვემოთ არის ჩასული“, - მიიჩნევს მაჭავარიანი.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ახალი პოლიტიკური პლატფორმა - „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ დააფუძნეს. პარტიის ყრილობაზე ასევე წარადგინეს ახალი სახეები - ყოფილ მმართველ ძალას შეუერთდნენ თამარ კორძაია, არმაზ ახვლედიანი, გია ჯაფარიძე, ლაშა ბაქრაძე.