პოლიტიკური პლატფორმა - „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ დაფუძნდა

პოლიტიკური პლატფორმა - „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ დაფუძნდა

„ნაციონალური მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ახალი პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ წარადგინეს.

პლატფორმის პრეზენტაცია ყრილობაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ გახსნა და გუნდის წევრები წარადგინა: გიორგი ვაშაძე, ლაშა ბაქრაძე, გია ჯაფარიძე, არმაზ ახვლედიანი, თამარ კორძაია, სოფო ჯაფარიძე, ირაკლი ფავლენიშვილი, ანა მოსაშვილი,

„ერთიანობის“ საარჩევნო ნომერი - 5 იქნება.

როგორც ბოკუჩავამ განაცხადა, 26 ოქტომბერ ქვეყნის გადარჩენის შანსია და ახლა არ არის დანაწევრების, დაპირისპირების, ამბიციების ან "ეგოების ჭიდილის" დრო, არამედ ახლა საქართველოსთვის ერთიანობის დროა.

„თქვენს წინაშე ვდგავარ უდიდესი პასუხისმგებლობის შეგრძნებით. პასუხისმგებლობის თითოეული თქვენგანის და ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის წინაშე. ვინც აცნობიერებს და გრძნობს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ჩვენი ქვეყნის გადარჩენის შანსია. ეს არის შანსი, დავიბრუნოთ ჩვენი ისტორიული არჩევანი. ეს არის შანსი იმ დაპირისპირების და დანაწევრების მორევიდან, რომელშიც ივანიშვილის 12-წლიანი მმართველობა მიგვათრევს, ამოვიდეთ წელში გამართული, ამაყი და სწორედ ამაყი საქართველო შევიდეს ევროკავშირში.

26 ოქტომბრის არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა რეფერენდუმად აქცია - რეფერენდუმად რუსეთსა და ევროპას შორის. 26 ოქტომბრის არჩევნების წინ, ჩვენი ვალია, ვეძებოთ შეხების წერტილები, ის, თუ რა გვაერთიანებს, ახლა არ არის დანაწევრების, დაპირისპირების, ამბიციების ან ეგოების ჭიდილის დრო. ახლა საქართველოსთვის ერთიანობის დროა“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

Gami პპლიტიკური ბოგანოების ბალაგანი!
4 თვის უკან