ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში 27 წლის ჩეხეთის მოქალაქე ფილიპ სიმანს ასამართლებენ, რომელიც მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ფორმირების შემადგენლობაში იყო და უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა, - ამის შესახებ ჩეხური გამოცემა Ceske noviny-ი იტყობინება.
გამოძიების თანახმად, 2022 წლის მარტის ბოლოს ფილიპ სიმანი მოხალისედ მსახურობდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ნაციონალისტურ ბატალიონში. ამავდროულად, მას არ ჰქონდა უცხო ჯარში სამსახურის ნებართვა ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისგან, რომელიც სავალდებულოა უკრაინის კონფლიქტში მონაწილეობისთვის.
ბატალიონის შემადგენლობაში სიმანი იყო 11-კაციანი რაზმის მეთაური. ის მსახურობდა ირპენსა და ბუჩაში, სადაც ასრულებდა დავალებებს ურბანული ტერიტორიის „გასუფთავებისთვის“. ამ ამოცანების შესრულებისას, როგორც გამოძიებამ დაადგინა, ჩეხი დაქირავებული ძარცვაში იყო მხილებული.
გამოძიების მიხედვით, მოხალისე სიმანმა განადგურებული An-225 Mriya თვითმფრინავიდან „გუჩის“ სათვალეები, აირწინაღი, ოქროსა და ვერცხლის ზოდები მოიპარა. მან ასევე დაღუპულებს სამკაულები მოხსნა და მათი პირადი ნივთები მიისაკუთრა.
ბუჩაში სამკვირიანი სამსახურის შემდეგ სიმანი უკრაინის სამართალდამცავმა უწყებებმა ძარცვის ბრალდებით დააკავეს. შემდეგ ის გაათავისუფლეს. მამაკაცი ჩეხეთში დაბრუნდა, სადაც მალევე დააკავეს. თავად სიმანი დანაშაულს არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ უკრაინაში ოჯახის მოსანახულებლად წავიდა.