ვნახეთ პირველი ტური და ალბათ კითხვის ნიშნები არის იმაზე, პირველი ტურის შედეგები როგორ გადაატრიალა საფრანგეთმა ისე, რომ მარინ ლე პენი საერთოდ მესამე ადგილზე გავიდა. ძალიან საინტერესო მოვლენაა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „დღის ქრონიკასთან“ განაცხადა. მან საფრანგეთში გამართული არჩევნები და მის გარშემო განვითარებული პროცესები მიმოიხილა.
„ფაქტია, რომ მეორე ტურში მაკრონიც ჩააჩოჩეს და პირველ ადგილზე ულტრამემარცხენეების გაერთიანება გავიდა. რამ გადაატრიალა ეს ფრანგული რეალობა - საყურადღებოა ერთი დეტალი, გარდა იმისა, რომ 200-მდე კანდიდატმა უარი თქვა და ძალთა მობილიზაციისთვის პოლიტიკურმა ელიტამ ყველაფერი გააკეთა, მოხდა ამომრჩევლების მობილიზაციაც, საყურადღებოა, რომ დიდია ახალგაზრდობის წილი და ახალგაზრდობა როგორც წესი მემარცხენე ორიენტაციის არის.
ლე პენს საერთოდ ევროკავშირიდან გამოსვლა სურდა, საწინააღმდეგო ტენდენციაა ამათთან [მემარცხენე პარტიების კოალიცია „ახალი სახალხო ფრონტი"], ამათ სურთ კიდევ ურო ღრმად ჩაერთონ ევროკავშირში. ლე პენის მოდელით აშშ-ის გავლენაც უნდა შემცირებულიყო, ამათთან კი ალბათ აშშ-ისა მთლიანად მთელი დასავლეთი სამყაროს ერთიანობის იდეა წამყვანი იქნება. შესაბამისად ალბათ რუსეთთან ურთიერთობის თემა მნიშვნელოვანი იქნება უკრაინის ომის ფონზე, თუმცა ეს ომი დიდად განმასხვავებელი საკითხი არ არის მათ შორის. ამ შემთხვევაში ლე პენის მემარჯვენეობაც არ უარყოფდა, რომ უკრაინის მიმართ დამოკიდებულება შეიძლება უცვლელი დარჩეს, მოუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიმართ ლე პენს რადიკალურად განსხვავებული პოზიცია ჰქონდა - გაგებით უნდა მოვეკიდოთ რუსეთსო, მაგრამ სასწრაფოდ უნდა შეწყდეს უკრაინის პროცესიო, ამას ვერც ლე პენი ამბობდა გაბედულად“, - განაცხადა საყვარელიძემ.