რა კონფიგურაციებიც არ უნდა დაალაგონ, სრულიად უპერსპექტივოა. „ქართული ოცნება“ არჩევნებში გაიმარჯვებს. ვსაუბრობ იმაზე, რომ კონსტიტუციურ უმრავლესობას ავიღებთ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა „დღის ქრონიკაში“.
წამყვანმა დეპუტატს ჰკითხა, როგორ უყურებს ოპოზიციის გაერთიანების პერსპექტივას არჩევნებამდე, ან არჩევნების შემდეგ.
„თითქოს მრავალჯერ ნანახ სპექტაკლს ვუყურებთ, ასეთი განცდა მაქვს. რაც აქამდე ყოფილა, ყველა არჩევნების წინ, ფაქტობრივად ანალოგიური სურათი იყო - ოპოზიცია ცდილობს კონფიგურაციების შეთავაზებას ამომრჩევლისთვის. ყველაფერი ემსახურება ალბათ იმას, რომ ოპოზიციას სურს წარმოაჩინოს, თითქოს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფია, სინამდვილეში ერთი დიდი კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“. ძალიან კარგად იციან, რომ არანაირი შანსი არ აქვთ. რაც არ უნდა კონფიგურაციები დაალაგონ, სოციალურ კვლევებს ისინიც ატარებენ და ჩვენც. მარტივად მისახვედრია, რომ ოპოზიციაში არ არსებობს ძალა, რომელსაც საზოგადოებაში ავტორიტეტი აქვს. რა კონფიგურაციებიც არ უნდა დაალაგონ, სრულიად უპერსპექტივოა. „ქართული ოცნება“ ამ [საპარლამენტო] არჩევნებში გაიმარჯვებს. ვსაუბრობ იმაზე, რომ კონსტიტუციურ უმრავლესობას ავიღებთ“, - აღნიშნა კახიანმა.