ისეთი სერიოზული და ამაყი სახეებით აცხადებენ ახალ კონფიგურაციას ნაციონალურ მოძრაობაში, გეგონება პირველად გადი-გადმოდიან ერთმანეთში. მკვდარი არ ცოცხლდება, ეს აქსიომაა, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, “ახლა სხვა ძალები პარტიზანულად გადაისროლეს „ნაცმოძრაობაში“ და დაარქმევენ ერთობას - რამდენად ამორალურია, ადამიანი, რომელიც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი იყო, ახლა „ნაცმოძრაობის“ სიაში იყოს“.
ფოჩხუა აღნიშნავს, რომ არ შეიძლება ენდო თამარ კორძაიას და არმაზ ახვლედიანს, რომლებიც "ქართულ ოცნებაში" საპასუხისმგებლო თანამდებობას იკავებდნენ და ახლა ნაცებს შეუერთდნენ.
„ისეთი სერიოზული და ამაყი სახეებით აცხადებენ ახალ კონფიგურაციას ნაციონალურ მოძრაობაში, გეგონება პირველად გადი-გადმოდიან ერთმანეთში. მკვდარი არ ცოცხლდება, ეს აქსიომაა.
ვერანაირი გადაჯგუფება, ვერანაირი "ახალი" სახეები (ბიბილაშვილი, ბაქრაძე, ჯაფარიძე და ა.შ.) სულს რომ ღაფავს იმ ნაციონალურ მოძრაობას ვერ გააცოცხლებს. როგორ შეიძლება ენმ-ს მხარდამჭერი ან ამომრჩეველი დაემატოს, როგორ შეიძლება ენდო ისეთ ადამიანებს, როგორებიც არიან აქეთ-იქით მოხტუნავე, თბილი ადგილის მაძიებელი, თამარ კორძაია და არმაზ ახვლედიანია, რომელიც "ქართულ ოცნებაში" საპასუხისმგებლო თანამდებობას იკავებდა და ახლა ნაცებს შეუერთდა. ამაზრზენია ეს ყველაფერი.
გამორიცხულია დღევანდელმა ენმ-მა და სხვა დანარჩენმა ოპოზიციამ დღევანდელ მმართველ პარტიას მოუგოს ოქტომბრის არჩევნებში“, - წერს ნინო ფოჩხუა.