სი ძინპინმა საერთაშორისო საზოგადოებას კიევსა და მოსკოვს შორის პირდაპირი დიალოგის აღდგენის ხელშეწყობისკენ მოუწოდა

სი ძინპინმა საერთაშორისო საზოგადოებას კიევსა და მოსკოვს შორის პირდაპირი დიალოგის აღდგენის ხელშეწყობისკენ მოუწოდა

სი ძინპინმა რუსეთსა და უკრაინას ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამის შესახებ Ap წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ჩინეთის პრეზიდენტმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მოსკოვსა და კიევს შორის პირდაპირი დიალოგის განახლებას უნდა შეუწყოს ხელი.

ჩინეთის ლიდერს არაფერი უთქვამს უკრაინაში ზავის პირობებზე, თუმცა აღნიშნა, რომ ამისთვის „პოზიტიური ენერგიაა“ საჭირო.

ვიქტორ ორბანისა და სი ძინპინის შეხვედრა პეკინში გაიმართა. მანამდე უნგრეთის პრემიერი უკრაინასა და რუსეთში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შეხვდა. უნგრეთის პრემიერის ტურნეს შემდეგი გაჩერება ვაშინგტონია, სადაც ის ნატოს სამიტში მიიღებს მონაწილეობას.