გრიგოლ გეგელია: კვლევა გვაჩვენებს, რომ ახლა რომ იყოს არჩევნები, ჩვენ ავიღებდით სულ მცირე 8%-ს, მაგრამ სწორი სინერგიის გარეშე არ გამოვა ბევრი ამომრჩეველი, ვინც ელის გარკვეულ გაერთიანებას

გრიგოლ გეგელია: კვლევა გვაჩვენებს, რომ ახლა რომ იყოს არჩევნები, ჩვენ ავიღებდით სულ მცირე 8%-ს, მაგრამ სწორი სინერგიის გარეშე არ გამოვა ბევრი ამომრჩეველი, ვინც ელის გარკვეულ გაერთიანებას

ძალიან ნათლად ვხედავთ, რომ სწორი სინერგიის გარეშე არ გამოვა ბევრი ამომრჩეველი, ვინც ელის გარკვეულ გაერთიანებას, - ასე ეხმაურება „ლელო საქართველოსთვის“ წევრი გრიგოლ გეგელია „ქრონიკასთან“ წინასაარჩევნოდ ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებას.

„კვლევა გვაჩვენებს, რომ ახლა რომ იყოს არჩევნები, ჩვენ ავიღებდით სულ მცირე 8%-ს“, - აღნიშნა გეგელიამ.

კითხვაზე, მაშინ რატომ სჭირდებათ სხვა პარტიებთან გაერთიანება, პოლიტიკოსი ამბობს, რომ გაერთიანებას ამომრჩეველი ელის.

„იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაა დასამარცხებელი. ძალიან ნათლად ვხედავთ, რომ სწორი სინერგიის გარეშე არ გამოვა ბევრი ამომრჩეველი, ვინც ელის გარკვეულ გაერთიანებას. ჩემი აზრით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ისტორიულად აკლდა ბევრი ასპექტის სწორად გააზრება“, - აღნიშნა გეგელიამ.

Gami ამას სინერგია გაწყალებული ტესტოსტერონივით აწვება.
4 თვის უკან