ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს მთავარი არის ის, რომ მოხდეს მაქსიმალური გაერთიანება ოპოზიციურ ფრონტზე, რადგან ივანიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნები აქცია ერთგვარ რეფერენდუმად, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ მედიასთან განაცხადა.
„ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სართო ფრონტის შექმნა“, - დასძინა ბოკუჩავამ.
თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ დღეს 20:00 საათზე გაიმართება პარტიის ყრილობა, სადაც მნიშვნელოვან სიახლეებს გააჟღერებენ.