2024 წლის 26 ოქტომბრის პოლიტიკური შერკინების შემადგენლობას სხვა დანარჩენთან ერთად "ახალი" სახეები უერთდებიან. სამართლიანად ჩნდება კითხვა- ფოტოზე ნაჩვენები სახეებიდან ახალი ვინაა?! - წერს "ხალხის ძალის" წევრი, თამთა მეგრელიშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" გუნდის ახალ სახეებზე, რომელთა შორის არიან გია ჯაფარიძე, არმაზ ახვლედიანი, ზაზა ბიბილაშვილი, ლაშა ბაქრაძე და თამარ კორძაია.
როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, 2024 წლის 26 ოქტომბერი პოლიტიკური პანღური იქნება "ნაციონალური მოძრაობისთვის", თუნდაც ახალი კომპლექტაციით რადგან მათი მთავარი ხაზია ანტიქართულობა, რომელიც არ იცვლება.
"ნაცობა დანაშაულია!
ნაცობა სირცხვილია!
ნაცობა ანტიქართული საქმეა!
2024 წლის 26 ოქტომბრის პოლიტიკური შერკინების შემადგენლობას სხვა დანარჩენთან ერთად "ახალი" სახეები უერთდებიან.
სამართლიანად ჩნდება კითხვა- ფოტოზე ნაჩვენები სახეებიდან ახალი ვინაა?!
აქამდე რომელიმე არ იყო ნაცი და ახლა გახდა?!
მძიმე დიაგნოზია...
2024 წლის 26 ოქტომბერი პოლიტიკური პანღური იქნება ნაცებისთვის თუნდაც ამ ახალი კომპლექტაციით რადგან მათი მთავარი ხაზი- ანტიქართულობა არ იცვლება და მათი რიგებიდან სისხლიან ხელებს წლების შემდეგაც ვერავინ იბანს." - წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.