ჩინეთში სატრანსპორტო დერეფანი შენჩჟენი-ჩჟუნსანი გაიხსნა. ის ორი ხიდის, ორი ხელოვნური კუნძულისა და წყალქვეშა გვირაბისგან შედგება.
სატრანსპორტო დერეფნის მშენებლობა 7 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისმა გახსნამ კი გუანდუნის პროვინციის ორ ქალაქს შორის მოგზაურობის დრო 2 საათიდან 30 წუთამდე შეამცირა.
მედიის ინფორმაციით, ახალმა არქიტექტურულმა პროექტმა 10 ტექნიკური მსოფლიო რეკორდი დაამყარა.