უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პეკინში ჩავიდა. ამის შესახებ თავად ორბანმა სოციალურ ქსელში დაწერა და ვიზიტის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით - „მშვიდობის მისია 3.0 პეკინი“. შემდეგ პოსტში მან განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს შეხვდება.
„ჩინეთი საკვანძო ძალაა რუსეთ-უკრაინის ომში მშვიდობის პირობების შესაქმნელად. სწორედ ამიტომ მოვედი პრეზიდენტ სისთან შესახვედრად პეკინში, ბუდაპეში მისი ოფიციალური ვიზიტიდან სულ რაღაც ორი თვის შემდეგ“, - წერს ორბანი.