ევროპის ჩემპიონატს გერმანიის ნაკრების მეოთხედფინალიდან გამოვარდნას, ტურნირის მასპინძელი ქვეყნის გულშემატკივართა პროტესტი მოჰყვა. ესპანეთთან 2:1 მარცხის შემდეგ 300 000-ზე მეტმა გერმანელმა გულშემატკივარმა ხელი მოაწერა ონლაინპეტიციას, სადაც მატჩის გადათამაშებას ითხოვენ.
Sky Sport-ის ინფორმაციით, პეტიციის ინიციატორი მიიჩნევს, რომ შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ენტონი ტეილორმა არაერთი მცდარი გადაწყვეტილება მიიღო. ყველაზე მკაფიოდ კი საუბარია 106-ე წუთზე მომხდარ ეპიზოდზე, როდესაც მუსიალას დარტყმული ბურთი ესპანელთა მცველ მარკ კუკურელიას ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. ამ გოლმა მატჩის ბედი გადაწყვიტა, გერმანია კი კონტინენტის პირველობას მეოთხედ ფინალურ ეტაპზე გამოეთიშა, ხოლო ესპანეთის მეტოქე ნახევარფინალში საფრანგეთის ნაკრები იქნება.