„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი „TV პირველის“ ერთ-ერთ სიუჟეტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც მეგრელიშვილი წერს, პრემიერ- მინისტრი პოლიტიკური „მუხტია " ქვეყნის და ლოგიკურია, ის დაცვის მაღალი ხარისხით სარგებლობს.
შესაბამისად, როდესაც პრემიერ-მინისტრს ლაზერს ანათებენ (მიზანში იღებენ), ამაზე აუცილებელია შესაბამისი სამსახურის რეაგირება - ეს არის უსაფრთხოების ელემენტარული სტანდარტი და გაუგებარია, ამ საკითხზე რა საჭიროა სიუჟეტის ისტერიული ტონით, "საგანგებო რეჟიმში" მომზადება.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს მთავრობის მეთაურია, რომელიც განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ორგანიზებას უწევს მთავრობის საქმიანობას, ახორციელებს მინისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს, ხელს აწერს მთავრობის სამართლებრივ აქტებს და ა.შ.
პრემიერ- მინისტრი პოლიტიკური „მუხტია " ქვეყნის და ლოგიკურია, ის დაცვის მაღალი ხარისხით სარგებლობს.
შესაბამისად, როდესაც პრემიერ-მინისტრს ლაზერს ანათებენ (მიზანში იღებენ), ამაზე აუცილებელია შესაბამისი სამსახურის რეაგირება. ეს არის უსაფრთხოების ელემენტარული სტანდარტი და გაუგებარია, ამ საკითხზე რა საჭიროა სიუჟეტის ისტერიული ტონით, „საგანგებო რეჟიმში" მომზადება - რას მოუყვებით ხალხს?! ეუბნებით, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და არ საჭიროებს რეაგირებას?!
თქვენთვის უსაფრთხოების, ან სინდისის ზღვარი სად გადის?“- წერს თამთა მეგრელიშვილი.