„არ ვიცი, როგორ გადაიტანს ქვეყანა საია-ს კანონგარეშე „ოფსაიტში“ ნებაყოფლობით მოხვედრას - გამოვაცხადებთ თუ არა გლოვის დღეს, დავუშვებთ თუ არა სახელმწიფო დროშებს შესაბამის შენობებზე. ვიცი მხოლოდ ერთი რამ - კანონი უკვე მუშაობს,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
მისივე თქმით, მისთვის მოულოდნელობას არ წარმოადგენდა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადება, რომლის თანახმად ორგანიზაცია არ შეასრულებს ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნას ,,უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ რეგისტრაციის შესახებ.
„ველოდებოდი, გამჭვირვალობის შესახებ კანონის ამოქმედებისთანავე, პირველი „მსუყე მტაცებელი“ ვინ იქნებოდა და ღიად უარს ვინ განაცხადებდა მის აღსრულებაზე. მაგალითად ყირგიზეთში, ეს „სოროსის ფონდი“ იყო.
საქართველოში კი, როგორც ეს მოსალოდნელი იყო - საიაა, რომელსაც, ძალზე გაუჭირდება, თუნდაც ერთი წლის ფინანსური ხარჯების მიზნობრიობის ასახვა გამჭვირვალობის რეესტრში. საინტერესოა - ვინ აღმოჩნდება „პირველი მერცხალი“ საფრანგეთში.
საია-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ შეასრულებს ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნას ,,უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ რეგისტრაციის შესახებ, ხოლო იძულებითი წესით რეგისტრაციის შემთხვევაში, საია გააგრძელებს სამართლებრივ ბრძოლას და მზადაა მასზე დაკისრებული ჯარიმები გადაიხადოს.
რაც შეეხება ორგანიზაციის მიმართ კანონით გათვალისწინებულ სხვა პროცედურების ამოქმედებას, რომლებსაც საია „რეპრესიულს“ უწოდებს - ორგანიზაციის შემდგომ ბედს განიხილავენ 2024 წლის ნოემბერ/დეკემბერში, საერთო კრების მოწვევამდე "სტრატეგიული გრძელვადიანი გეგმის" შემუშავების სახით. არ ვიცი, როგორ გადაიტანს ქვეყანა საია-ს კანონგარეშე „ოფსაიტში“ ნებაყოფლობით მოხვედრას - გამოვაცხადებთ თუ არა გლოვის დღეს, დავუშვებთ თუ არა სახელმწიფო დროშებს შესაბამის შენობებზე. ვიცი მხოლოდ ერთი რამ - კანონი უკვე მუშაობს, ის აუცილებელი იყო და მავნებლების წინააღმდეგ „სანადირო სეზონის“ გახსნა - გვიახლოვდება!“ - წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.
გამახსენდა, დაახლოებით 15 წლის წინ გამოვარდა ისევ ეს შეურაცხადი და ქარალდი ააფრიალა, ბრიტანელი ლეიბორისტები იუბილეს გვილოცავენო; ვიღაცას გაუშაყირებია - გამოვიდა ბრიტანეთის ელჩი და გააკეთა ოფიციალური განცხადება, არანაირი მოლოცვა, ნათელაშვილი ვის დაკარგვიაო :))