გიორგი გველესიანი: მივიღეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან პრემია. ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ და არ მესმის რა არის აქ აგრესიის საფუძველი. ბიჭები ვართ მადლიერები

გიორგი გველესიანი: მივიღეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან პრემია. ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ და არ მესმის რა არის აქ აგრესიის საფუძველი. ბიჭები ვართ მადლიერები

„მივიღეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან პრემია და მე ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ და არ მესმის რა არის აქ აგრესიის საფუძველი. ბიჭები ვართ მადლიერები და ეს საკმაოდ ნორმალური გამოხატულებაა ჩვენი მხრიდან“,-ამის შესახებ განცხადება ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა გააკეთა. მისი თქმით, გარკვეული ძალები ცდილობენ დებოშის შემოტანას, რაც არ გამოუვათ, რადგან გუნდი არის ერთიანი.

"პირველ რიგში მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავიხადო იმისთვის, რაც მოხდა. პირველ რიგში მივიღეთ ჩვენ ღირსები ორდენი და ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი ჯილდო . ასევე, დავიმსახურეთ ხალხის სიყვარული, რაც ფასდაუდებელია ჩვენთვის. ასევე, მივიღეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან პრემია და მე ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ და არ მესმის რა არის აქ აგრესიის საფუძველი. ბიჭები ვართ მადლიერები და ეს საკმაოდ ნორმალური გამოხატულებაა ჩვენი მხრიდან. მე პირადად არანაირ მხარეს არ წარმოვადგენ და ყველანაირად ვემიჯნები ჩვენი ფეხბურთელების მიმართ ნებისმიერი ნეგატივის სახის განცხადებას. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ერთი გუნდი, ვიბრძვით უმაღლესი მიზნებისთვის, ჩვენ გვაქვს ერთობა და ჰარმონია. არის ძალები რომლებიც ცდილობენ ამ ჰარმონიის დარღვევას, რაღაც დებოშის შემოტანას რაც არავითარ შემთხვევაში არ გამოუვათ. იმიტომ, რომ ჩვენი ერთიანობა არის ჩვენი წარმატების საწინდარი,"-განაცხადა გიორგი გველესიანმა.

ფეხბურთელების ბულინგის მცდელობა გრძელდება. ლაშა ბუღაძე, შალვა ნათელაშვილი, პეტრე კოლხი, ანა სუბელიანი , ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ ადამიანების, რომლებმაც სოციალურ ქსელში ფეხბურთელების მისამართით შეურაცხმყოფელი სტატუსები დაწერეს.

მერაბ.g დაიკიდე ძმაო; ერთის მხრინ ბედნიერებაა შორს რომ ხარ და ამ უსამშობლოო მეცოცხეების ქცევას ყოველდღე არ უყურებ!
როცა ადამიანი შენს მიმართ პატივისცემას გამოხატავს, სააკაშვილივით უნდა ღრუტუნებდე, მადლობა რომ არ გამოხატო!
4 თვის უკან