გურამ მაჭარაშვილი: ქართველი ხალხი ჩაატარებს არჩევნებს, რომლის მშვიდობიანობას და დემოკრატიულობასაც ჩვენ უზრუნველვყოფთ და ვერავინ ვეღარ შეძლებს რაღაც დელეგიტიმაციაზე საუბარს

გურამ მაჭარაშვილი: ქართველი ხალხი ჩაატარებს არჩევნებს, რომლის მშვიდობიანობას და დემოკრატიულობასაც ჩვენ უზრუნველვყოფთ და ვერავინ ვეღარ შეძლებს რაღაც დელეგიტიმაციაზე საუბარს

„ახლა ზუსტად იმას ვაკეთებთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს აღარ ჰქონდეთ სურვილი, ქართულ ხელისუფლებას ევაჭრონ არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით და ამისთვის რამე ნაბიჯის გადადგმა მოითხოვონ, ან სიტუაციის არევა სცადონ.“ - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ქართველი ხალხი ჩაატარებს არჩევნებს, რომლის მშვიდობიანობას და დემოკრატიულობასაც ხელისუფლება უზრუნველყოფს და ვერავინ ვეღარ შეძლებს დელეგიტიმაციაზე საუბარს.

„ქართველი ხალხი უკვე ხედავს, რომ არაობიექტური მსაჯულები არიან. დასავლეთის ინსტიტუციებივე გვიწერენ დადებით შეფასებას გამჭვირვალობაში, დემოკრატიაში, კეთილსინდისიერებაში და ა.შ. და ამ ფონზე ამბობენ, რომ საქართველოში თურმე დემოკრატია უკან მიდის. რა დოკუმენტზე დაყრდნობით აცხადებენ ამას? ქართველი ხალხი ხედავს, რომ ეს არასწორი შეფასებაა. შესაბამისად, სიტუაცია იქითკენ წავა, რომ  ქართველი ხალხი ჩაატარებს არჩევნებს, რომლის მშვიდობიანობას და დემოკრატიულობასაც ჩვენ უზრუნველვყოფთ და ვერავინ ვეღარ შეძლებს რაღაც დელეგიტიმაციაზე საუბარს.“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Bejo მარტო აშშ-ევრობუნაგიდან რომ აგზავნიან დამკვირვებლებს, ასევე მოიწვიეთ სხვა ქვეყნებიდანაც, რომლებშიც არ არიან ლიბერასტების გავლენის ქვედ
4 თვის უკან