დამაზიანებელ პოლიტიკურ კონიუნქტურას დამორჩილებული აშშ-ის თავდაცვის უწყება ვერ შელახავს საქართველოს სახელოვანი სამხედროების სახელსა და პროფესიონალიზმს. ამგვარი არაკეთილსინდისიერი საქციელით კი, ქულები დაეწერა ოკუპანტი რუსეთის პროპაგანდას და მათ სასარგებლო იდიოტებს მარგინალ ნაცოპოზიციაში,- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადახედვის ფარგლებში, საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებას აშშ განუსაზღვრელი ვადით გადადებს.
აბაშიძის თქმით, პენტაგონის ზემოთ ხსენებულ ქმედებას არ ეწოდება სტრატეგიული პარტნიორობა და ეს უფრო ნეოკოლონიალისტური მიდგომაა.
„მრავალეროვნული სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორის" აბსურდული გადადებით, პენტაგონმა უღირსი საქციელი ჩაიდინა როგორც საქართველოს, ასევე მასში მონაწილე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროების მიმართ. დამაზიანებელ პოლიტიკურ კონიუნქტურას დამორჩილებული აშშ-ის თავდაცვის უწყება ვერ შელახავს საქართველოს სახელოვანი სამხედროების სახელსა და პროფესიონალიზმს. ამგვარი არაკეთილსინდისიერი საქციელით კი, ქულები დაეწერა ოკუპანტი რუსეთის პროპაგანდას და მათ სასარგებლო იდიოტებს მარგინალ ნაცოპოზიციაში. ამას არ ეწოდება სტრატეგიული პარტნიორობა, ეს უფრო ნეოკოლონიალისტური მიდგომაა.
რა პარადოქსია - 4 ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს, თეთრი სახლის ეზოში, პენტაგონის შეფი, ლოიდ ოსტინი მომვლელის ამპლუაში გვერდიდან არ შორდებოდა უმაღლეს მთავარსარდალს, აწ უკვე დემოკრატებისგანაც შერისხულ ჯო ბაიდენს, რომ რამე უსაქციელობა არ ჩაედინა...“, - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.