ამერიკის პრეზიდენტის საარჩევნო შტაბი, ჯო ბაიდენის რეიტინგის ასამაღლებლად ამ თვეში დამატებით 50 მილიონ დოლარს დახარჯავს. ამის შესახებ Politico წერს.
გამოცემის ინფორმაციით, თანხა კონფერენციებსა და რეკლამებზე დაიხარჯება.
CNN-ი კი იუწყება, რომ ბაიდენის საარჩევნო კამპანიის ახალი სტრატეგიით, პრეზიდენტი უფრო მეტ საჯარო და არაფორმალურ შეხვედრებს გამართავს.
ბაიდენის პოლიტიკური რეიტინგისთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნება დონალდ ტრამპთან დებატების შემდეგ მისი პირველი სატელევიზიო ინტერვიუ, რომელიც დღეს ღამით, ABC news-ის ეთერში გავა.